წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნისას პაპი ფრანცისკე შეგვახსენებს, რომ წყალი არის უპირველესი აუცილებლობა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ მიზნობრიობის გარეშე, არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად ან არ უნდა გავხადოთ კონფლიქტის საფუძველი.
22 მარტს წყლის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება იმ 2 მილიარდი ადამიანის შესახებ, რომლებიც უსაფრთხო წყალზე წვდომა არ აქვთ.
„წყალი არასდროს უნდა იყოს ბოროტად გამოყენების ობიექტი, ან კონფლიქტის საფუძველი, ან მიზნობრიობის გარეშე დაკარგული, არამედ უნდა შევინახოთ ჩვენი და მომავალი თაობების სასარგებლოდ“.
სასმელად ვარგის წყალს დედამიწის წყლების მხოლოდ 1% შეადგენს. წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ენერგომატარებელია, ვიდრე ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, ნავთობი ან ნახშირი, ამასთან, მას შემცვლელი არ გააჩნია. არ არსებობს დარგი, რომელსაც წყალმომარაგება არ სჭირდებოდეს.
ადამიანსაც, რომლის ორგანიზმის 70% წყლისგან შედგება, ყველაზე მეტად სასმელი წყალი ესაჭიროება. თუმცა, ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის სასმელი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები.
შესაძლებელია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წყალს ყოველთვის მიზნობრივად და რაციონალურად ვიყენებთ. თუმცა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით:
– გაუმართავი, მწვეთავი ონკანით დღე-ღამეში, საშუალოდ, 150 ლიტრი წყალიიკარგება;
– ასანთის ღერისოდენა ჭავლით მჟონავი ონკანი დღე-ღამეში 450 ლიტრამდე წყალსღვრის;
– მოშვებული ონკანი საათში 600 ლიტრამდე წყალსღვრის;
– უნიტაზის გაუმართავი ავზის გამო, საათში 600 ლიტრამდე წყალიგვეკარგება;
– ბაღში ან საკარმიდამო ნაკვეთში დაუდევრად მიშვებული სარწყავი მილიდან კი უამრავი წყალი იღვრება.
catholic.ge
Comments