„ქრისტე სამყაროს მეფის“ დღესასწაულზე, 21 ნოემბერს საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის კათოლიკური ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ.
სოფელში კორონავირუსის გავრცელების გამო, წელს დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნა. ტაძრის წინამძღვარმა მამა დანიელე ჯაკომელმა წმ. წირვა აღავლინა, რის შემდეგაც აკურთხა წყალი და სოფელში ყოველ ოჯახს საკუტარი ხელით მიაწოდა.
ლიტურგიის შემდეგ მან სოფელიც აკურთხა.
ახალშენის ტაძრის დღეობას საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები „ქრისტე სამყაროს მეფის" დღესასწაულზე აღნიშნავენ. ტაძარი 1998 წელს იკურთხა. სოფელი ძირითადად კათილიკე ქრისტიანებითაა დასახლებული.
„ეს ეკლესია, მხოლოდ კათოლიკური კი არა, პირველი ქრისტიანული ეკლესიაა, რომელიც საქართველოში აშენდა კომუნისტური მმართველობის შემდეგ. ყველა ერთად ვიყავით ჩართული ამ საქმეში და პირველი ქვის კურთხევიდან, ზუსტად 10 თვეში, 1998 წლის 4 აპრილს ეკურთხა ეკლესია, ჩვენი მოძღვარი კი მაშინ მეუფე ჯუზეპე იყო", - ამბობს ერთ-ერთი მრევლი, ვახტანგ ხითარიშვილი.
კოტე აკოფაშვილი
Comments