28 დეკემბერს, კათოლიკე ეკლესია ქრისტესთვის წამებულ ბეთლემელ ჩვილებს იხსენებს.
მათე მახარებელი მოგვითხრობს, რომ მას შემდეგ, რაც ბეთლემში იესო დაიბადა, მეფე ჰეროდესთან წავიდა ზოგიერთი მოგვი, რათა ეკითხათ, სად იყო ბავშვი - იუდეველთა მეფე და თაყვანი ეცათ მისთვის. ჰეროდეს, ტახტის დაკარგვის შიში ჰქონდა, ამმიტომ სურდა მეტი გაეგო ჩვილის შესახებ და მოეკლა. მან დახმარება გაუწია მოგვებს და სთხოვა, მოეძებნათ ჩვილი შემდეგ კი დაბრუნებულიყვნენ და ეთქვათ, სად იყო იგი. მაგრამ მოგვებმა, სიზმარში გაფრთხილება მიიღეს, რომ ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ. „ისინი სხვა გზით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში“, – ნათქვამია სახარებაში.
როცა ჰეროდე მიხვდა, რომ მოგვებმა არაფრად ჩააგდეს, განრისხდა, გაგზავნა ჯარისკაცები, რომ დაეხოცათ ყველა ჩვილი, ვინც ბეთლემში და მთელს მის შემოგარენში, ორი წლის განმავლობაში დაიბადა.
ჰეროდეს მიერ დახოცილ უდანაშაულო ჩვილებს ეკლესია თაყვანს სცემს, როგორც პირველი საუკუნის მოწამეებს. ვინაიდან ისინი ქრისტეს დაბადებიდან მალევე დახოცეს, მათი ხსენების დღე ახლოსაა შობის დღესასწაულთან.
პაპ პიუს V-ის ბრძანებით, ჩვილთა მოხსენიება იზეიმება, როგორც დღესასწაული.
IV საუკუნის პოეტი, პრუდენციუსი, Liber Cathemerinòn ნათლისღების ჰიმნში ამ ჩვილებს მოიხსენიებს, როგორც "Flores Marterum" – „მოწამეთა ყვავილებს", იესო ქრისტეს მდევნელისაგან დახოცილ ნაზ ყლორტებს.
ბავშვები, რომლებც იხოცებიან ქრისტესთვის, მშობლები კი, გლოვობენ მოწამეებს. ქრისტე თავის მოწმეებად აქცევს მათ, ვინც ჯერ ვერც კი ლაპარაკობს.
ეპისკოპოსი, წმინდა კვოდულტდეუსი, ქადაგებაში განმართავს, რომ ეს არის უდიდესი მადლი! რა დამსახურება ჰქონდათ ამ ბავშვებს? ამ გზით გაიმარჯვეს? ჯერ ვერც კი საუბრობენ და უკვე ქრისტეს აღიარებენ! მათ ჯერ არ ძალუძთ წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ჯერ კიდევ არ ამოძრავებენ კიდურებს და უკვე ტრიუმფალურად უპყრიათ ხელთ გამარჯვების ლამპარი. ამიტომ ეს წმიდა, უმანკო ჩვილები არიან მოწამეთა ლაშქრის მცირე ამალა, რომლებიც მოწმობდნენ და აგრძელებენ თავიანთი სისხლით მოწმობას ქრისტე შესახებ. ისინი არიან წმინდა არსებები, რომლებმაც დაწერეს ქრისტესათვის წამებულთა გრძელი სიის პირველი გვერდი.
დასავლური ქრისტიანული ტრადიციისთვის, წმიდა უდანაშაულო ჩვილ მოწამეთა სახარებისეული ეპიზოდი არის ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ძალაუფლების წყურვილს, სასტიკ დანაშაულებამდე მიგვიყვანოს. ბეთლემის ჩვილები ფაქტობრივად ჰეროდეს დაუნდობელი სიძულვილის მსხვერპლნი არიან, მათ მიმართ, ვისაც შეეძლო ხელი შეეშალა მისი ძალაუფლებისა და ბატონობის გეგმებში. ამ თემაზე და ბეთლემის ყრმათა ისტორიაზე საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში.
2016 წელს, ზუსტად წმინდა მოწამე ჩვილთა ხსენების დღეს, პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსებს წერილით მიმართა და მოუწოდა მათ შეისმინონ მრავალი დედის, მრავალი ოჯახის გოდება და ტირილი მათი უდანაშაულო შვილების დაღუპვის გამო. ეს არის იგივე დედების ტკივილი, კვნესა, რომლებიც გლოვობენ თავიანთი უდანაშაულო შვილების სიკვდილს ჰეროდეს ტირანიისა და ძალაუფლების აღვირახსნილი ლტოლვის წინაშე. "დღესაც ჩაგვესმის უდანაშაულო ბავშვთა კვნესის ხმა, რომელიც სულში ჩამწვდომია და რომლის იგნორირება ან გაჩუმება არ შეიძლება".
ამ სიტყვებით პაპი ფრანცისკე მთელი მსოფლიოს ეპისკოპოსებს მოუწოდებს "დაიცვან პატარების უდანაშაულობა ჩვენი დროის ახალი ჰეროდეებისგან, რომლებიც შთანთქავენ და ანადგურებენ ფარული მონის სიმძიმის ქვეშ. შრომა, პროსტიტუციისა და ექსპლუატაციის სიმძიმის ქვეშ. ომებითა და იძულებითი ემიგრაციით განადგურებული უდანაშაულოები".
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comentarios