top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბელარუსში სამრევლოს იუბილეს საქართველოდან ჩასული მღვდელმსახურები დაესწრნენ

ბელარუსში, კათოლიკური სამრევლოს დაარსებიდან 600 წლის იუბილეს საქართველოდან ჩასული მღვდელმსახურები დაესწრნენ.


24 აგვისტოს, ბელარუსში, შჩუჩინის ოლქში, საზეიმოდ აღინიშნა ლიადსკში არსებული წმიდა მოწამე სტანისლავის სახელობის კათოლიკური სამრევლოს დაარსების 600 წლისთავი. სადღესასწაულო ლიტურიგიას, საქართველოდან, ეპისკოპოსის ვიკარიუსი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი დაესწრო.

 

ლიადსკში წმ. სტანისლავის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი მამა ვლადიმერ აქსენტიევია, რომელიც მღვდლად საქართველოში ეკურთხა და წლების განმავლობაში ქართულ სამრევლოებში მსახურებდა.

 

სწორედ მამა ვლადიმერის მიწვევით იმყოფებდნენ სადღესასწაულო ლიტურგიაზე საქართველოდან ჩასული კათოლიკე მოძღვრები. მათ გარდა, წირვაში მონაწილეობდნენ ბელარუსის ეკლესიის იერარქები, სამღვდლო დასი და ჩასული სტუმრები.

 

საზეიმო წმიდა წირვა გროდნოს ეპისკოპოსმა ალექსანდრე კაშკევიჩმა აღავლინა. ქადაგება მინსკ-მოჰილიოვის მთავარეპისკოპოსის გენერალურმა ვიკარიუსმა, ეპისკოპოსმა იური კასაბუცკიმ წაიკითხა. გროდნოს ეპარქიის ეპისკოპოსმა,  ვლადიმერ გულიაიმ აკურთხა ტაძრის ჯვარი, ხოლო ბელარუსის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, არქიმანდრიტმა სერგეი ჰაიეკმა,  ქალწულისა და მოწამის წმიდა ვიქტორიას ხატი აკურთხა.

 

ლიადსკის მრევლის მოძღვარმა, მამა ვლადიმერ აქსენტიევმა, ადგილობრივი მორწმუნეების სახელით, ყველას მადლობა გადაუხადა სამრევლოსთვის მნიშვნელვანი და სასიხარულო დღის გაზიარების გამო.

 

შოთა გიქოშვილი


Comentarios


bottom of page