1–6 აგვისტოს ჩათვლით მეჯუგორიეში ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა, ყოველწლიური ლოცვის შეხვედრაზე შეკრებილებს პაპმა წერილით მიმართა.
„ახალგაზრდების შეხვედრის ამ წლის თემა მათეს სახარების იმ ნაწყვეტიდან მომდინარეობს, სადაც იესოსთან მდიდარი ახალგაზრდის დიალოგია: “რა სიკეთე უნდა გავაკეთო”? ამ შეკითხვის დასმა ყველას შეუძლია საკუთარი თავისთვის“, – აღნიშნავს წმინდა მამა და სთხოვს ახალგაზრდა მორწმუნეებს ნუ მიეჯაჭვებიან მიწიერ სიკეთეებს, არამედ მიწიერი ცხოვრების მიძღვნით უფალს მიჰბაძონ. „გაჰყვე ქრისტეს, სულაც არ ნიშნავს დაკარგო რამე, არამედ ნიშნავს, რომ შეიძინო ამოუწურავი განძი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გზას რაიმე დაბრკოლება გიღობავს“.
“თუ გული ქონების სიმრავლითაა სავსე, მაშინ უფალი და მოყვასი თქვენს ცხოვრებაში რიგითი ნივთები ხდებიან სხვა მრავალთა შორის. როცა ბევრი გვაქვს და კიდევ ბევრი გვინდა, მაშინ ჩვენი გული იხრჩობა, უბედურ და გამოუსადეგარ ადამიანებადვიქცევით.
ღმერთსა და სიმდიდრეს შორის არჩევანის გაკეთება ღრმა რწმენასა და გამბედაობას მოითხოვს. ეს საკითხი ეხება საკუთარი თავის განთავისუფლებას ეგოცენტრიზმისა და სიმდიდრისგან, ასევე ქრისტესთან ღრმა ერთობას, რათა იარო მასთან ერთად და შეიცნო ჭეშმარიტი ბედნიერება“, – ხაზი გაუსვა პაპმა.
პონტიფიკი მეჯუგორიეში შეკრებილ ახალგაზრდებს მოუწოდებს:
“იქონიეთ გამბედაობა მთელი თქვენი ახალგაზრდული ცხოვრება განვლოთ უფლისადმი ნდობასა და გზად გაყოლაში. უპასუხეთ მის მოსიყვარულე მზერას. იგი გვათავისუფლებს კერპებისაგან და ცრუ სიმდიდრისაგან, რომლებიც სიცოცხლესგვპირდებიან, მაგრამ სიკვდილი მოაქვთ ”.
გზავნილის ბოლოს, რომის ეპისკოპოსი ახალგაზრდებს მოუწოდებს უწმინდეს ღვთისმშობელს მიჰბაძონ, რომელმაც უპირობო თანხმობით უპასუხა ღვთის მოწოდებას, რათა თავისი ცხოვრება მადლად ექცია სხვებისთვის.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments