top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დისტანციური სწავლების ინსტრუქცია კათოლიკური უნივერსიტეტებისთვის – ვატიკანი


პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, განათლების კონგრეგაციამ კათოლიკური უნივერსიტეტებისთვის დისტანციური სწავლების სპეციალური ინსტრუქცია შეიმუშავა.



დოკუმენტი, სახელწოდებით – “საეკლესიო უნივერსიტეტების, ფაკულტეტების დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენების ინსტრუქცია”, მოიცავს დისტანციური სწავლების წესდებას, რომელიც უნდა განხორციელდეს საეკლესიო უნივერსიტეტებსა და სასწავლო დაწესებულებებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინსტურქცია ეხება დისტანციურ სწავლებაზე მიღებას, სასწავლო კურსებსა და სამეცნიერო საფეხურებს, სასწავლო გადასახადსა და სტიპენდიას. იგი ასევე შეიცავს პიროვნების მონაცემთა დაცვას, ტექნიკურ აღჭურვილობას, დისტანციური სწავლების დიდაქტიკასა და აკადემიური მოსწრების შეფასებას. ახალი წესი ძალაში შევა მომავალი სასწავლო წლიდან.


პაპ ფრანცისკეს 2018 წლის სამოციქულო კონსტიტუციაზე Veritatis Gaudium დაყრდნობით, რომელიც ეხება საეკლესიო უმაღლეს სასწავლებლებს, დისტაცნიური სწავლების ახალი წესები ხაზგასმით ამბობენ, რომ „უნივერსიტეტი სამეცნიერო კვლევების ძირითადი ადგილია, სადაც ვითარდება ცოდნა და საზოგადოება. ისინი, განსაკუთრებით ჩვენს დროში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. სადაც უნდა შეინიშნებოდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სწრაფი, მუდმივი და მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ფაკულტეტმა საეკლესიო გამოიყენოს დიდაქტიკისა და პედაგოგიკის უახლესი მეთოდები, რომლებიც მიმართულია სტუდენტების პირად ინტერესებსა და მათ სასწავლო პროცესში აქტიურ მონაწილეობაზე“.


საეკლესიო უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე დისტანციური სწავლების ფორმასა და ინსტრქუციაში ხაზგასმულია, რომ სწავლება უნდა მოიცავდეს, როგორც დასწრებულ ღონისძიებებს, ისეთებს, როგორებიცაა ლექციის კლასიკური სტილი, ასევე დისტანციური სწავლების ელემენტებს.


კონგრეგაციის მდივნის, არქიეპისკოპოსის, ანჯელო ვინჩენცო ძანის განცხადებით, ონლაინ ლექციები გაცილებით სასურველია აკადემიური ხარისხების გაღრმავებაში, მაგალითად დოქტორანტურა და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს იმ ბერ–მონაზვნებს, რომლებიც ცხოვრობენ ჩაკეტილ მონასტრებში, სამრევლოში მომუშავე მღვდლებს, ეპისკოპოსებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ დამატებითი ცოდნა ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიასა თუ ანთროპოლოგიაში. ასევე მნიშვნელოვანია ყოფიერად გარეუბნებში მცხოვრებთათვის, მათ შორის ღარიბებისთვის, მიგრანტებისთვის, ავადმყოფებისთვის, პატიმრებისადა ზღვაში მომუშავეთათვის.


დისტაცნიურ სწავლებამ არ უნდა მოახდინოს პირადი შეხვედრებისა და ურთიერთობების იგნორირება. ახალი ინსტრუქციის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ კათოლიკური სწავლება არ ეყრდნობა მხოლო და მხოლოდ ინტელექტუალური უნარ–ჩვევებისა და ცოდნის გადაცემას. იგი იღწვის ადამიანის სრული განვითარებისაკენ სხავადასხვა განზომილებაში (ინტელექტუალური, კულტურული, სულიერი და ა.შ.). მათ შორის, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ურთიერთობებში, რომლებიც არსებობს აკადემიურ წრეებში, მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ პერსონალთან და სხვა სტუდენტებთან მჭიდრო კავშირში.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page