2020 წლის 2-3 ოქტომბერს, ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრის ორგანიზებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი „ეკლესიის სოციალური სწავლება საქართველოში “, რომელსაც უძღვებოდა გერმანელი ტრენერი, პროფესორი ლარს შეფერსი.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო შესავალ ლექციებს, რომლებიც წაიკითხეს საბაუნის რექტორმა, პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ („ღმერთის ჩანაფიქრი კაცობრიობის მიმართ - სიყვარულის საიდუმლო), საბაუნის დამფუძნებელმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ („ბიბლიისეული ხედვა ადამიანზე“) და ტრენინგის მთავარმა ტრენერმა პროფესორმა შეფერსმა („რა არის ეკლესიის სოციალური სწავლება?“) .
ტრენინგის მეორე დღე მთლიანად დაეთმო პროფესორ შეფერსის მოხსენებებს თემებზე: „ქრისტიანული რწმენა და სოციალური სამართლიანობა“ და „მედია და საზოგადოების კეთილდღეობა სოციალურ სწავლებაში“. ლექციების დასრულების შემდეგ, მონაწილეები მუშაობდნენ ჯგუფებში და წარმოადგენდნენ პრეზენტაციებს.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკლესიის სოციალური სწავლების არსზე, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების ფართო მასებისთვის, განსაკუთრებით პედაგოგების, კატეხისტებისა და სოციალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის, რომლებიც აქ მიღებულ განათლებას განავრცობენ საზოგადოებაში.
2-3 ოქტომბრის შეხვედრა ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლის პირველი შეხვედრაა და საფუძვლად დაედება მიმდინარე წელს დაგეგმილ სხვა ტრენინგებს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
Comments