top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანი და საქართველო

წმინდა საყდარი და საქართველო ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით, არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართა.



26 ივნისს, ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შესრულებით უნიკალური კონცერტი შედგა. იგი გაიმართა „ქრისტიანთა ერთობის დეპარტამენტის“მიწვევით. მუსიკალური მოვლენის შესახებ, საუბრობს საქართველოს ელჩი წმინდა საყდარათან, ქეთევან ბაგრატიონ–მუხრანბატონი.


„პაპ ფრანცისკეს წერილის საპასუხოდ, პატრიარქმა ილია მეორემ, ვატიკანში გამოგზავნა მგალობელთა გუნდი. წმინდა მამამ სამი წლის წინ მიიწვია პატრიარქი ვატიკანში, რაც თავისთავად დიდი მოვლენად ჩაითვლებოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, რამდენჯერმე გადაიდო ვიზიტი, ახლა კი პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს პირადად ეწვიოს რომს. ილია მეორე ძალიან სწუხს ამის გამო და ისურვა რომში გაეგზავნა გუნდი, რომელიც 35 მგალობლისგან შედგება”.


მგალობელთა გუნდი ასევე კონცერტით წარდგება იტალიის საელჩოში, რაც კიდევ ერთი საიუბილეო დღესასწაული იქნება. ამ ინიციატივის გამოძახილია არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცება, არამედ ხაზი გაესვას ორ ეკლესიას შორის ძმურ დიალოგსა და ხელოვნების მნიშვნელობას.


იუბილეს პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია.


მაგალითად, 25 მაისს, რომში ქართველი მხატვრის სპეციალური გამოფენა შედგა, რომელიც ღვინის გამოყენებით ხატავს. მასტერ–კლასის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოზიარენი გამხდარიყვნენ ხელოვნების ამ უჩვეულო დარგისა.


საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვატიკანში ვიზიტისა და პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის წლისთავის შესახებ: „ამ ვიზიტის დროს, საქართველომ და წმინდა საყდარმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზის ხელმძღვანელობით, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ეს დოკუმენტი მიმართულია ინსტიტუციური თანამშრომლობის განმტკიცებისაკენ, რომელიც ეხება კერძოდ პაპის სასულიერო მუსიკის ინსტიტუტსა და თბილისის საეკლესიო საგალობელთა ინსტიტუტს“ – აღნიშნა ქეთევან ბაგრატიონ–მუხრანბატონმა.


ამ დიალოგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიაპაპ ფრანცისკეს ენციკლიკა: “Laudato Si”, რომელიც ეხება ზრუნვას „საერთო სახლზე“.


საქართველოში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები, რომელიც მიეძღვნა ენციკლიკას “Laudato si”. ერთ–ერთ მათგანს ორგანიზება გაუკეთა საქართველოს საელჩომ ვატიკანში. კონფერენციაშიგანსაკუთრებით იყო ნახსენები წმინდა მაქსიმ აღმსარებელი იმის ნიშნად, თუ რაოდენ დიდი გამოძახილია პაპის ენციკლიკაში უძველესი ქრისტიანული ტრადიციებისა.


ელჩმა გამოხატა იმედი, რომ ეკლესიებს შორის, წმინდა საყდარსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდ უხვ ნაყოფს გამოიღებს, განსაკუთრებით, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე .


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page