top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანი – მეცნიერებმა კიბოს უჯრედების გამრავლების მექანიზმი ამოხსნეს


წმიდა საყდრის საბავშვო კლინიკამ “Bambino Gesu”, Tor Vergata-ს უნივერსიტეტთან, კიბოსა და სიმსივნის გამოკვლევის საკითხებში, ბავშვთა საზოგადოებასთან და სხვა ამერიკულ და ევროპულ ცენტრებთან ერთობლივი თანამშრომლობით, დაასრულა უჯრედთა პროცესის ციკლის მექანიზმის შესწავლა. რისი მეშვეობითაც დაამტკიცა, რომ უჯრედები, მათ შორის ავთვისებიანი, მწიფდებიან და მრავდლებიან.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უთანასწორობა მელოკელა D ციკლინსა და ამბრა-1 -ად წოდებულ ცილას შორის, აჩქარებს სიმსივნური კიბოს მრავალრიცხოვანი უჯრედების ჩამოყალიბებას. სადღეისოდ, არ არსებობს ისეთი წამალი, რომელიც ამ ორ ელემენტზე ზემოქმედების მოხდენას შეძლებდა, მაგრამ კიბოს უჯრედების აღდგენაში ჩარევა შესაძლებელია მათი თვითგანადგურებამდე მიყვანის გზით.


„ისეთ შემთხვევებში, როდესაც კიბოს უჯრედებში აღმოჩნდება აბრა-1-ის დაბალი დონეა ან სრულებით არ არსებობა, D ციკლინის აღგდენასთან ერთად, თერაპიისათვის უკვე ცნობილი სპეციალური პრეპარატებით შესაძლებელია მცდელობა გენეტიკური მასალების პრეპარაციისაკენ მიმავალი სიმსივნური უჯრედების ჩახშობა“, - განაცხადა „ვატიკან ნიუსთან“ საუბრისას ვატიკანის,Bambino Gesu- ს კლინიკის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა პროფესორმა ფრანჩესკო ჩეკონიმ. შედეგები დაამტიკცა აშშ-ში ორმა სხვა კვლევამაც.


პროფესორმა ჩეკონიმ განმარტა, რომ ამბრა-1 არის მოლეკულა, რომელსაც ძალუძს გააკონტროლოს სიცოცხლისათვის აუცილებელი სხვა მოლეკულები. როდესაც ამბრა-1 განიცდის მუტაციას ან სულაც არ მონაწილეობს სისხლის უჯრედებში, ეს კი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, D ციკლინის დონე, რაზეც დამოკიდებულია უჯრედების გამრავლების სიჩქარე, იზრდება და ამას მიჰყავს სიმსივნური უჯრედების სწრაფ განვითარებამდე, იმდენდ, რამდენადაც მათი დნმ ყალიბდება დიდი სისწრაფით. ამბრა-1-ის უჯრედების გამრავლების როლის შესწავლას 25 წელიწდი დასჭირდა.


D ციკლინსა და ამბრა-1-ს შორის სხვაობა აღინიშნა ფილტვების კიბოს უჯრედებში, სარკომაში. ახლანდელ დროში ამ მიმართულებით შეისწავლება ასევე მელანომა და მედულობლასტომა. ამდაგვარ სიმსივნურ უჯრედებში შენიშნული იყო ამბრა-1-ის განსაკუთრებული როლი.


პროფესორი ჩეკონი თვლის, რომ კიბოს სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ტესტის საშუალებით ამბრა-1-ისა და D ციკლინის დონეების დადგენა იმ შემთხვევებში, როცა უკვე გამოვლინდება ამბრა-1-ის დონე დაბალია და D ციკლინის დონე მაღალი. შესაძლებელია ჩარევა მექანიზმის აღმოჩენაში.


ჩეკონიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კლინიკა Bambino Gesu-ს აღმოჩენა გამყარდა აშშ-ში ორი სხვადასხვა კვლევით. ეს კი მოწმობს მეცნიერული აღმოჩენების წარმოებაზე, რომლისაგანაც სამწუხაროდ ძალიან შორს დგას კოვიდ-19-ის კვლევები.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comentários


bottom of page