ვენეციის 79-ე კინოფესტივალზე, რეჟისორ ჯანფრანკო როსის ფილმში “მოგზაურობა” პაპ ფრანცისკეს პიროვნება გამოჩნდება. ფილმი ოფიციალურად არის შერჩეული, თუმცა მას კონკურს გარეშე აჩვენებენ.
ფილმის სიუჟეტი
2013 წელს, ახლად არჩეული პაპი ფრანცისკე ლამპედუზაში მიემგზავრება. 2021 წელს მას მნიშვნელოვანი მოგზაურობა ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და ქურთისტანში. ეს იგივე ადგილებია, რომლებიც რეჟისორმა აღწერა ფილმებში: “ფუოკომარესა და ნოტურნოში”.
37 მოგზაურობა
პონტიფიკატობის 9 წლის განმავლობაში, წმინდა მამამ 37-ჯერ იმოგზაურა და 59 ქვეყანა მოინახულა: იტალია,ბრაზილია, კუბა, აშშ, აფრიკის კონტინენტი და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია. მისი მარშრუტები წითელ ძაფად გასდევს ჩვენი დროის ისეთ ცენტრალურ თემებს, როგორებიცაა სიღარიბე, ბუნება, მიგრაცია, ომები და სოლიდარობა.
პაპ ფრანცისკეს ჯვრის გზა
თანდათანობით იქმნება ისტორია, იმის შესახებ თუ როგორია დღეს მსოფლიო. თავისებური ჯვრის გზის გავლით, პაპი ფრანცისკე სამყაროს ტანჯვის მოწმეა და სურს იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე მისი ყოფნა და მანუგეშებელი სიტყვებია.
დიალოგი რომის პაპსა და მსოფლიოს შორის
დოკუმენტური კადრებით, ჯანფრანკო როსი ფილმში ასახავსპაპ ფრანცისკეს მოგზაურობებს. იგი თვალყურს ადევნებს იმას, თუ როგორ უყურებს პაპი სამყაროს. როსი შორ მანძილზე ამყარებს დიალოგს პაპის მოგზაურობის საარქივო მასალებთან, თავისი ფილმის სახეებთან, მიმდინარე მოვლენებთან და ახლო წარსულში მომხდარ ისტორიებთან. იგი ქმნის ბალანსს სწორხაზოვანი დროის ნაკადსა და კინოს მეხსიერებას შორის.
ვინ არის ფილმის პროდიუსერი და როდის გამოვა კინოთეატრებში
ფილმი “მოგზაურობა” ჩაშვებულია და წარმოდგენილია ოფიციალურ პროგრამაში ვენეციის კინოფესტივალზე (კონკურს გარეშე). ფილმი შექმნილია 21 Uno Film - ის, Stemal Entertaiment- ისა და Rai Cinema - ის მიერ. მისი რედაქტორია ფაბრიციო ფედერიკო. ფილმი ეკრანებზე ოფიციალურად 4 ოქტომბერს, წმინდა ფრანცისკე ასიზელის დღესასწაულზე გამოვა. მისი წარმდგენია კომპანია 01 Distribution.
წყარო: it.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
Comments