30 სექტემბერს, წმინდა პეტრეს მოედანზე შედგა კონსისტორიუმი, რომელზეც პაპმა ფრანცისკემ კარდინალის ხარისხში აამაღლა 21 სასულიერო იერარქი. ამით კარდინალთა რიცხვი 242-მდე გაიზარდა, მათგან 137 კარდინალს კონკლავში ხმის უფლება.
საზეიმო ღვთისმსახურებაზე, წმინდა მამამ ხაზი გაუსვა მოციქულთა საქმეების II თავს და თქვა, რომ აღნიშნულ თავში დაწერილი სიტყვები მიუთითებს სულიწმინდის იუმორის გრძნობაზე (პაპმა ბოდიში მოიხადა ამ გამოთქმისთვის).
ახალი აღთქმის ამ წიგნში საუბარია 50–ე დღეზე, ანუ ეკლესიის ნათლობაზე. პაპის ყურადღება მიიქცია იუდეველთა ბაგეებიდან გამოსულმა შემდეგმა სიტყვებმა: “ჩვენ მიდიელებს, პართელებს, ელამიტებს” და ა.შ. უკვირდათ თუ როგორ ესმოდათ კეთილი უწყება მშობლიურ ენებზე.
“ სხვადასხვა ერის ეს გრძელი სია, საშუალებას მაძლევს ვიფიქრო კარდინალებზე, რომლებიც ღვთის წყალობით სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ერიდან არიან. აი, რატომ ავირჩიე ბიბლიის ეს მონაკვეთი”.
რაში მდგომარეობს ამ ტექსტის მოულოდნელობა? - “ხშირად ჩვენ, მწყემსები, სულთმოფენობის შესახებ ტექსტის წაკითხვისას თავს მოციქულებს ვადარებთ და ეს ბუნებრივიცაა, თუმცა მიდიელები, პართელები, ელამიტები და ა.შ., რომლებიც კარდინალებს მაგონებენ, სულაც არ მიეკუთვნებიან მოციქულთა ჯგუფს, პირიქით, ისინი იერუსალიმის გადაღმა ბრბოს წარმოადგენენ, რომლებიც ქარის ხმაშიშეგროვდნენ. მოციქულები გალილეველები იყვნენ, ხოლო შეკრებილი ხალხი – ცისქვეშეთის ყველა ერიდან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იყვნენ ჩვენი კარდინალებისა და ეპისკოპოსების მსგავსად სხვადასხვა ქვეყნიდან და ერიდან”.
ასეთია როლების ცვლილება, რომელიც გვაჩვენებსსაინტერესო პერსპექტივას და მოგვიწოდებს მივიღოთ ის, რაც იუდეველებმა განიცადეს, რომლებიც ღვთის მადლით გახდნენ სულთმოფენობის მთავარი მოწმენი, ანუ სულიწმინდით ნათლობის მოწმენი, რომელშიც დაიბადა ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. მოულოდნელობის ეს პერსპექტივა მდგომარეობს იმაში, რომ ხელახლა, განცვიფრებით დავაკვირდეთ ჩვენდამი ბოძებულ სახარების მადლს,საკუთარ ენაზე,ეკლესიაში, რომელიც მეტყველებს ყველა ენაზე ერთ კათოლიკე ეკლესიაში.
სანამ მღვდლები, ეპისკოპოსები ან კარდინალები გავხდებოდით, ჩვენ ვიყავით პართიელები, მიდიელები და ელამიტები, რომლებმაც მივიღეთ სახარების მადლი ჩვენს მშობლიურ ენებზე. ჩვენი ხალხების ისტორიაში სულიწმიდამ მოახდინა სასწაული, გადმოგვცა მოკლული და მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს საიდუმლო. სახარება ჩვენამდე მოვიდა ჩვენს მშობლიურ ენაზე, ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუის, კატეხისტების, უხუცესებისა და ბერ-მონაზვნების ბაგეებით. რწმენა გადმოცემულია მშობლიურ ენაზე“, - კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა პაპმა და ახალ კარდინალებს მოუწოდა, გამოხატონ მადლიერება იმისთვის, რომ თავად მიიღეს კეთილი უწყება და გახდნენ მახარობელნი, რომლებსაც ახარეს სახარება.
პაპმა კარდინალთა კოლეგიუმი შეადარა ეკლესიის თანხმობისა და სინოდურობის სიმფონიურ ორკესტრს. ამ ორკესტრში მრავალფეროვნება აუცილებელი და უცვლელი რამაა, თუმცა ყოველი ბგერა უნდა ისწრაფოდეს საერთო ჩანაფიქრისაკენ, ამიტომ, გვერდს ვერ აუვლით ერთმანეთის მოსმენას, ისე, როგორც ორკესტრში უსმენენ ერთმანეთს მუსიკოსები“, - თქვა დასკვნით სიტყვაში პაპმაფრანცისკემ, დალოცა კარდინალები და მიანდო ისინი სულიწმინდის წინამძღოლობასა და მარიამ ქალწულის კალთის მფარველობას.
შეგახსენებთ, 21 კარდინალს შორის არის მისი აღმატებულება, პაპის ნუნციუსი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 2002-2011 წლებში, კლაუდიო გუჯეროტი.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comentarios