top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

თბილისელი კათოლიკე გერმანიაში მუდმივ დიაკვნად აკურთხეს

ერიკ ამბარიანი, რომელიც თბილისის წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარში მრევლის წევრი იყო, გერმანიაში პერმანენტულ (მუდმივ) დიაკვნად აკურთხეს.

ერიკ ამბარიანი 1976 წლის 16 თებერვალს, თბილისში დაიბადა და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. იყო თბილისის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მრევლის წევრი.


ამ სამრევლოში მამა იან სნეჟინსკისა და მამა ადამ ოხალის მოღვაწეობის დროს, 1995 წელს, იგი რუსეთში, სანქტ–პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში გააგზავნეს და იყო პირველი ეპარქიული სემინარიელი. სრული 4 წლიანი კურსის შემდეგ, 1999 წელს, მან დატოვა სემინარია და დაქორწინდა ირინა გალინინაზე. მათ 3 შვილი, დავითი, ბერნადეტა და რაქელი შეეძინათ.


2009 წელს, რუსეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ერიკ ამბარიანი გერმანიაში გადავიდა, ხოლო 2010 წლიდან განაგრძო ღვთისმეტყველების შესწავლა ფრაიბურგში.


2012 წელს დაიწყო 11 წლიანი მომზადება დიაკვნობისაკენ და 2023 წლის 26 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა ქალაქ ბულში, ფრაიბურგის არქიეპარქიაში. ხელდასხმის დროს, კანდიდატის გარდა, დიაკვნად კურთხევაზე თანხმობა მისმა მეუღლემაც განაცხადა, სიტყვებით: „დიახ, მსურს”. რაც განსაკუთრებული ფორმაა პერმანენტული დიაკვნების ხელდასხმისას, რომლებიც ქორწინებაში იმყოფებიან.


დიაკვნად კურთხევის ცერემონიალს თბილისიდან ესწრებოდნენ ერიკის დედა და ძმა.



შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page