top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

თბილისის კათოლიკური ტაძარი მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს



2021 წლის 11 ნოემბერს თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების სახელობის ტაძარში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. იგი 19:00 საათზე დაიწყება. ნაწარმოებებს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა შეასრულებს – სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე.


თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. იგი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.


ფესტივალი ყოველწლიურია და ტრადიციულად კონცერტები იმართება, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში.

11 წლის განმავლობაში მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 70-მდე (მათ შორის 20 უცხოური) გუნდი, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობაც.


ბოლო ორი წლის განმავლობაში Covid 19 პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ და შეზღუდვებმა გუნდების შემოქმედებითი ცხოვრებაც შეცვალა, მონატრებულ მსმენელთან შეხვედრა მათთვის დიდი გამოწვევა და მოტივაცია იქნება.


სამწუხაროდ, ვერც წლევანდელ ფესტივალს შემოუერთდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული გუნდები და პროგრამა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 6 კონცერტი და 1 მასტერკლასი, სრულად იქნება დატვირთული საქართველოში მოღვაწე გუნდებით.


*საფესტივალო კონცერტებზე დასწრება იქნებ თავისუფალი

*ფესტივალი გაიმართება მოქმედი რეგულაციების მკაცრი დაცვით.

*მაყურებელს კონცერტის მსვლელობისას სავალდებულოა ეკეთოს პირბადე.


Catholic.ge

Comments


bottom of page