top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

თბილისის საკათედრო ტაძარში ახალ ორღანს აწყობენ

2 ნოემბერს, თბილისში, მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში ახალი, მილებიანი ორღანის აწყობა დაიწყეს.



ორღანი სამრევლოს საჩუქრად გადასცა პადერბორნის ეპარქიამ გერმანიიდან. იგი საქართველოში 2023 წლის 4 მაისს, დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს. შვიდი თვის შემდეგ, იტალიის ქალაქ ვერონიდან ორღანის ხელოსანი დიეგო ბონატო ჩამოვიდა, რომელიც მესტრელი ფედერიკოსთან ერთად, ორღანს ხელახლა ააწყობს.


ახალ ორღანს დაახლოებით 1 300 მილი აქვს.



“დღეს ყველაზე რთული დღე იყო. ტაძარში მგალობელთა გუნდის სადაც დგას, იმ ადგილზე უმძიმესი ნაწილები აიზიდა. ზოგი მათგანი 300 კილოგრამსაც კი იწონიდა. ამაში მოხალისეთა კარგი გუნდი დაგვეხმარა და ასევე საჭირო გახდა მექანიკური მანქანის ჩარევაც. ძალიან დატვირთული, მაგრამ ასევე ნაყოფიერი დღე გამოვიდა”, – ამბობს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი მეუფე ჯუზეპე პაზოტო.


ხელოსნები ფიქრობენ, რომ ორღანი მზად იქნება მარიამის უბიწო ჩასახვის დღესასწაულისთვის, 8 დეკემბერს.


CATHOLIC.GE

Comments


bottom of page