იტალია არა მხოლოდ საოცრებათა ქვეყანაა, არამედ უნიკალური რელიკვიების საცავიც, რომლებიც წმინდა მიწაზე გულით გვამოგზაურებს. მაგალითად, ასეთია წმიდა ლარნაკი, რომელშიც გადმოცემის თანახმად დაცულია წმიდა ლონგინოზის მიერ, ჯვრის ქვეშ შეგროვებული იესოს სისხლი. ლარნაკი ინახება რენესანსის ეპოქის წმიდა ანდრეას ბაზილიკაში.
წმიდა ლონგინოზ გონზაგას ქვეყანაში არის სკივრი, რომელიც 12 ბოქლომით არის დაკეტილი და მისი გახსნა ნამდვილი ცერემონიაა. გახსნის პროტოკოლი მკაცრად არის დაცული და გვამოგზაურებს იმ საუკუნეების სიღრმეებში. სკივრის გახსნისთვის სავალდებულოა ნოტარიუსის მონაწილეობა, რათა აქტი შეადგინოს, თუმცა ასევე აუცილებელია პროცესს ოთხი ადამიანი ესწრებოდეს, რომლებსაც გასაღები აქვთ. მთლიანობაში სკივრის გახსნას ესწრებიან: ნოტარიუსი, ეპისკოპოსი, საკათედრო ტაძრის კაპიტულეს თავმჯდომარე, მღვდელი წმიდა ანდრეას ბაზილიკის წინამძღვარი და ქალაქის პრეფექტი.
ტრადიციის თანახმად, წმიდა ლონგინოზმა იესოს სისხლით გაჟღენთილი მიწა შეაგროვა. შემდეგ კი, მიწა მანტუას რეგიონში რომაელმა ჯარისკაცებმა საჩუქრად მიიღეს, სირიასა და პალესტინაში მსახურების ნიშნად.
მართლა გაიარა ლონგინოზმა მანტუა? „ამას გარდა, სიკვდილმისჯილთა სისხლის შეგროვების პრაქტიკა არსებობდა თალმუდის კანონიკური რიტუალებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სითხე (სისხლი) აბინძურებდა მიწას, სისხლიანი მიწა უნდა დაემარხათ გვამთან ერთად. შესაბამისად, იესოს გარდაცვალების შემდეგ ვიღაცა აუცილებლად შეაგროვებდა მის სისხლს".
როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, რელიკვიის ისტორია 800 წლის შემდეგ, კარლოს დიდის მიერ პაპ ლეონ III-სადმი მიწერილი წერილით იწყება. იმპერატორი პაპს ურჩევდა გაჩერებულიყო მანტუაში ზუსტად იმისთვის, რომ თაყვანი ეცა რელიკვიისთვის. ლეონ III - ზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფაქტმა და გადაწყვიტა, რომ მანტუა მომლოცველების ადგილად გაეხადა. დროთა განმავლობაში, სიწმინდე დაიკარგა და სასწაულებრივად იპოვეს 1048 წელს, უსინათლო ადამიანის ხილვის წყალობით.
1472 წელს, ლეონ ბატისტა ალბერტიმ ტაძარი რომის თაღით შთაგონებულმა იმ ფომით დააპროექტა, რა ფორმითაც ის დღეს არის. და ეს არ არის იმ დროის დამახასიათებელი ერთადერთი კლასიკური მინიშნება. საუკუნეების მანძილზე არაერთი ისტორია დაიწერა.
მაგალითად, 1848 წელს, მონტანარეს ბრძოლისას ავსტრიელმა ჯარისკაცებმა შეაღწიეს მიწისქვეშა საძვალეში, დაამტვრიეს მარმარილო, რომელიც საკურთხევლის თაროს როლს ასრულებდა. ზემოდან ჩაამტვრიეს საცავი და მოიპარეს იზაბელა დ ესტეს მიერ XVI საუკუნეში დამზადებული ოქროს ლარნაკი, ხოლო მათში განთავსებული რელიკვია გადაყარეს.
სისხლით გაჟღენთილი მიწა ადგილობრივმა ეკლესიებმა მაშინვე დაინაწილეს და XVII საუკუნეში ის პატარა ზომის გულსაკიდებში მოათავსეს. წმინდა ლარნაკები ასევე ხელახლა შეიქმნა ავსტრიის იმპერატორის ფრანც-ჯოზეფის შეთავაზებული კომპენსაციის წყალობით ოქროს რელიკვიით.
ხოლო საკურთხეველზე წმიდა ლარნაკიდან ყოველთვის შეგიძლიათ იხილოთ ბრინჯაოს ასლები, რომელთა გვერდით ორი ქანდაკებაა კანოვას სახელოსნოდან: “რწმენა და იმედი”.
წყარო: www.acistampa.com
შოთა გიქოშვილი
Comments