top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ინდონეზიელმა ეპისკოპოსმა კარდინალის სტატუსზე უარი თქვა

ინდონეზიის ქალაქ ბოგორას ეპისკოპოსმა, პასკალის ბრუნო სუკურიმ, რომელიც პაპმა ფრანცისკემ კარდინალობის კანდიდატად დაასახელა, ყველასთვის მოულოდნელად ამ სტატუსზე უარი განაცხადა.



ეპისკოპოსი პასკალის ბრუნო სუკური კარდინალობის იმ 21 კანდიდატს შორისაა, რომელთა დანიშვნისთვისაც კონსისტორია 2024 წლის 8 დეკემბერს გაიმართება.

 

კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემდეგ, ეპისკოპოსმა წმინდა მამას თხოვნით მიმართა, რათა მისი კანდიდატურა გაეუქმებინათ. თავის მხრივ, პაპმ ფრანცისკემ ეპისკოპოსის თხოვნა დააკმაყოფილა.

 

წმინდა საყდრის პრესსამსახურის განმარტებით, ეპისკოპოსის სურვილია,  “გაიზარდოს მღვდლობაში, ღვთის ერისა და ეკლესიის მსახურად”.

 

მეუფე პასკალის ბრუნო სუკური ფრანცისკელთა ორდენის წარმომადგენელია და ინდონეზიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მდივანი.

 

შოთა გიქოშვილი

Commentaires


bottom of page