პაპმა ფრანცისკემ კარდინალობის 21 კანდიდატი დაასახელა, რომელთა დანიშვნისთვისაც კონსისტორია 8 დეკემბერს გაიმართება.
კანდიდატებს შორის არიან არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, მღვდელი და ბერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: ალჟირიდან, ინგლისიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან, ეკვადორიდან, კანადიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, იტალიიდან, პერუდან, ფიკიპინებიდან, სერბეთიდან და სპილოს ძვლის კუნძულებიდან.
"მათი წარმომავლობა ხაზს უსვამს, ეკლესიის საყოველთაობას, რომელიც კვლავ აგრძელებს ღვთის მოწყალე სიყვარულის ქადაგებას, მთელს დედამიწაზე".
8 დეკემბრის შემდეგ, ეკლესიას 256 კარდინალი ეყოლება. მათ შორის 141 – ხმის უფლებით, ხოლო 115 ხმის უფლების გარეშე. მათ შორის დასახელდა ყველაზე ხანდაზმული და ყველაზე ახალგაზრდა კარდინალები. ყველაზე ასაკოვანი – ემერიტუსი ნუნციუსი, არქიეპისკოპოსი, ანჯელო აჩერბი, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – ბერძნულ-კათოლიკური წესის ეპისკოპოსი, ნიკოლაი ბიჩოკი.
გთავაზობთ კანდიდატების სრულ სრულ სიას:
1. არქიეპისკოპოსი ანჯელო აჩერბი - ემერიტუსი ნუნციუსი.
2. არქიეპისკოპოსი კარლოს გუსტავ კასტილიო მატასოლიო - ლიმას არქიეპისკოპოსი (პერუ).
3. არქიეპისკოპოსი ვინსენტ ბოკალიჩ იგლიკ - სანტიაგო დელ ესტროს არქიეპისკოპოსი (არგენტინა).
4. აარქიეპისკოპოსი ლუის ჯერარდო გაბრერა ჰერერა (ფრანცისკელთა მცირე ძმები) -გვაიაქილის არქიეპისკოპოსი (ეკვადორი).
5. არქიეპისკოპოსი ფერნანდო ნატალიო კომალი გარიბ - სანტიაგო დელ ჩილეს არქიეპისკოპოსი (ჩილე).
6. არქიეპისკოპოსი ტარჩიზიოზ ისაო კიკუჩი (ვერბისტი) - ტოკიოს არქიეპისკოპოსი (იაპონია).
7. ეპისკოპოსი პაბლო ვირჯილიო სიონგკო დავიდ -კალოოკანის ეპისკოპოსი (ფილიპინები).
8. არქიეპისკოპოსი ლადისლავ ნემეტი (ვერბისტი) ბელგრადის არქიეპისკოპოსი (სერბეთი).
9. არქიეპისკოპოსი ჰაიმე სპენგლერი (ფრანცისკელთა მცირე ძმები) - პორტო ალეგროს არქიეპისკოპოსი (ბრაზილია).
10. არქიეპისკოპოსი იგნასე ბესი დოგბო – აბიდიანის არქიეპისკოპოსი (სპილოს ძვლის კუნძულები).
11. არქიეპისკოპოსი იოანე - პავლე ვესკო ოპ - ალჟერიეს არქიეპისკოპოსი (ალირი).
12. ეპისკოპოსი პასკალის ბრუნო სიუკური (ფრანცისკელთა მცირე ძმები) ბოგოროს ეპისკოპოსი (ინდონეზია).
13. არქიეპისკოპოსი დომინიკ ჟოზეფ მათიეუ – თეირანია არქიეპისკოპოსი (ირანი).
14. არქიეპისკოპოსი რობერტო რეპოლე - ტურინის არქიეპისკოპოსი (იტალია).
15. ეპისკოპსი ბალდაზარე რეინა – რომის დამხმარე ეპისკოპოსი. ყოფილი ვიცერეგენტი და დღეიდან რომის ეპარქიის გენერალური ვიკარიუსი.
16. არქიეპისკოპოსი ფრანცის ლეი. ტორონტოს არქიეპისკოპოსი (კანადა).
17. არქიეპისკოპოსი როლანდას მარკიკასი - სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკის არქიპრეზბიტერი.
18. ეპისკოპოსი მიკოლა ბიჩოკი – მერბორგის (რედემპტორისტი). წმინდა პეტრესა და პავლეს ეპარქიის ეპისკოპოსი უკრაინელებისათვის (ბერძნულ-კათოლიკური წესი).
19. მღვდელი ტიმოთი პეტერ ჯოზეფ დარკლაიფი – თეოლოგი. 20. მღვდელი ფაბიო ბაჯო (წმ. კარლო ბორომეოს მისიონერი). ადამიანის ფუნდამენტური განვითარების დიკასტერიის, მიგრანტებისა და ლტოლვილების განყოფილების ვიცე–მდივანი.
21. მღვდელი პრელატი – გრეგორ იაკობ კოოვაკადი. პაპის ვიზიტებზე პასუხისმგებელი სამდივნოს თანამშრომელი.
შოთა გიქოშვილი
Comments