top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიას 21 ახალი კარდინალი ჰყავს

2024 წლის 7 დეკემბერს, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, 21 სასულიერო პირს კარდინალის წოდება მიენიჭა.



ქადაგებაში პაპმა კარდინალებს მოუწოდა, თავი აარიდონ ძალაუფლების, პრესტიჟისა და მოჩვენებითობის ცდუნებებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსახურება დაფუძნებული უნდა იყოს ქრისტეზე. წმიდა მამის თქმით, უფლისადმი ერთგულება მოითხოვს უმთავრესს: “მასთან დაბრუნება და ყოველივეს ცენტრში მის დაყენებას“.

ქრისტეს გზა არის სხვების მსახურება, ჭრილობების მოშუშება, ცოდვისგან განთავისუფლება და სუსტთა მხარდაჭერა. ამიტომ კარდინალების მისია უნდა იყოს შთაგონებული ადამიანებთან შეხვედრის სიხარულით და ყველაზე დაუცველებზე ზრუნვით.

 

პაპმა ფრანცისკემ ახალდადგენილ კარდინალებს ურჩია უარი თქვან კონკურენციაზე, რომელიც ერთობას ანადგურებს. პაპმა მათ მოუწოდა გახდნენ ძმობის მოწმენი, კომუნიკაციის ხელოსნები და ერთიანობის არქიტექტორები. ამ თვალსაზრისით, წმიდა მამამ მიმართა პაპ პავლე VI - ს, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა ეკლესიის ერთიანობაზე.

 

ცერემონიის განსაკუთრებული ნაწილს წარმოადგენდა საკარდინალო სიმბოლოების გადაცემა. ესენია: წითელი (ალისფერი) ბერეტი, ბეჭედი და პაპის ტიტულიანი ბულა. 21–მა კარინალმა შეჰფიცა, რომ ერთგული დარჩება რომის ეპისკოპოსისა და მისი მემკვიდრეების.

 

ცერემონია დასრულდა კარდინალებისა და მორწმუნეებისათვის ლოცვით, ასევე ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე ეკლესიის ღვთისმშობლისადმი მიძღვნით.

 

ამჟამად, კარდინალთა კოლეგიუმი 253 იერარქისგან შედგება, რომელთაგან 140 კონკლავზე ხმის უფლებით სარგებლობს, ხოლო 113 მის გარეშეა. კარდინალების წარმომავლობის მიხედვით, გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას კიდევ 5 ქვეყანა დაემატა. ესენია ალჟირი, ავსტრალია, ეკვადორი, ირანი და სერბეთი.



წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page