top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე სასულიერო პირების შეხვედრა

2022 წლის 8-9 თებერვალს კურიაში მღვდლებისა და ბერ–მონაზონთა შეხვედრა იმართება.



შეხვედრის პირველი დღე მედიტაციას დაეთმო, რომელსაც სარწმუნოების კონგრეგაციის მეორე მდივანი, მღვდელი არმანდო მატეო წაუძღვა.


9 თებერვალს სასულიერო პირები რამდენიმე თემას შეეხებიან. მათ შორის:


– ბაქოს სამოციქულო პრეფექტურის ეპისკოპოსი, ვლადიმერ ფეკეტა – ბაქოს ეკლესიის ისტორია;

– წმინდა საყდრის სადესპანოს დიპლომატიური მრჩეველი, მონსინიორ ჯუზეპე ლატეცა – ქორწინების იურიდიული საკითხები;

– „კარიტასის“ დირექტორი ანაჰით მხოიანი – ინიციატივა მღვდლებისათვის

– შიდა საეკლესიო საკითხები.


კათოლიკე ეკლესიაში სასულიერო პირების შეხვედრა ყოველწლიურად, ეტაპობრივად ტარდება და მასში ჩართული არიან ქვეყნის ყველა სამრევლოში მოღვაწე მღვდლები, ბერ–მონაზვნები და დიაკვნები.



ფოტოები – მამა მიხეილ სურმავა


catholic.ge

Comments


bottom of page