საქართველოში მცხოვრები კათოლიკეების სურვილია თბილისის ერთ–ერთ ქუჩას ქართველი კათოლიკე მოწამის, დემეტრე თბილელის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ, 2021 წლის 9 აპრილს თბილისის მერისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელზე წერილი გაიგზავნა. მას ხელს აწერს ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
წერილი შინაარსს ერთობლივად დაუჭირა მხარი 2021 წლის 9 აპრილს თბილისი კათედრალურ ტაძარში შეკრებილმა მრევლმა. რომლებმაც დემეტრე თბილელის წამებიდან 700 წლისთავი აღნიშნეს.
ამავე დღეს, მორწმუნეებმა მეორე წერილიც გააგზავნეს, რომის პაპის სახელზე და დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვა ითხოვეს.
გთავაზობთ სრულ ტექსტს კათოლიკე მრევლის მიერ თბილისი მერიაში გაგზავნილი წერილიდან.
წერილი ქ. თბილისის მერს / რელიგიის საკითხთა სააგენტოს, 2021 წლის 9 აპრილი
ღრმად პატივცემულო ბატონო მერო/თავმჯდომარევ
კათოლიკე საკრებულოთა სახელით, რომლებმაც დღეს თავი მოიყარეს თბილისში, მარიამის ზეცად აღყვანების ჩვენს საკათედრო ტაძარში, ძმა დემეტრესა და მის მეგობართა მოწამეობრივი აღსასრულიდან 700 წლის აღსანიშნავად, რაც ზუსტად 9 აპრილს მოხდა, მაქვს პატივი გადმოგცეთ მათი სალამი და მოგმართოთ თხოვნით, რათა თქვენი ზრუნვით ამ წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქის ერთ ქუჩას მიენიჭოს ძმა დემეტრე თბილელის სახელი.
თუკი მართალია, რომ საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით, დაიკარგა საქართველოს ამ შვილისა და 1321 წელს ინდოეთში მომხდარი ამბების ხსოვნა, ჯეროვანი და სწორი გვგონია რომ ამ წლისთავიდან გამომდინარე გაცოცხლდეს ეს ფიგურა არა მხოლოდ კათოლიკეთათვის, არამედ სრულიად საქართველოსთვისაც.
ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა კიდევ ერთხელ დაამოწმებდა ყველა რელიგიისადმი პატივისცემისა და ყურადღების ათასწლოვან ტრადიციას და საქართველოში არსებულ სხვადასხვა აღმსარებლობებსა და ადათ-წესებს შორის თანამშრომლობით ხორცშესხმულ ქრისტიანულ რწმენას.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და ვიმედოვნებ, რომ ძალღონეს არ დაიშურებთ, რათა ჩვენს მორწმუნეთა ეს წადილი ახდეს.
+ მეუფე ჯუზეპე პაზოტო
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი
Catholic.ge
Comments