კათოლიკე ეკლესიის ტრადიციული, ყოველწლიური სიმპოზიუმი "კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", 2024 წელს წმიდა ქეთევან დედოფლის მოწამეობის 400 წლისთავს მიეძღვნება.
2024 წლის 25-26 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი, სახელწოდებით, “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;
სიმპოზიუმი ეძღვნება წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობის 400 წლისთავს.
წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ გამოიცემა კრებულის სახით.
კონფერენციის სამუშაო ენაა – ქართული, ინგლისური, იტალიური.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა ონლაინ ან ჩამოტვირთოთ.
სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადაა – 2024 წლის 10 აპრილი;
სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა – 2024 წლის 20 მაისი;
სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;
აუცილებელი მოთხოვნები:
მოხსენების რეგლამენტი - 12-15 წთ.
მოხსენების მოცულობა - 6-7 გვერდი;
გვერდის ფორმატი - А4გვერდის ველი - 2 სმ;
შრიფტი: ქართული - sylfean
ზომა - 12 ინგლისური / იტალიური - Times New Roman, ზომა - 12 ინტერვალი - 1 (Single)აბზაცი - 1 სმსათაური (Bold) ზომა 14
ტექსტის სტრუქტურა:
ავტორის გვარი, სახელი, აფილაცია, პირველ ხაზზე (Bold);
ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14;
მოკლე რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
ციტირება და ბიბლიოგრაფია - ჩიკაგოს სტილით;
შენიშვნა: არალათინური შრიფტით დამოწმებული წყაროები ბიბლიოგრაფიაში მიუთითეთ რომანიზაციის წესის მიხედვით ტრანსლიტერირებული ფორმით. ტრანსლიტერაციის წესებს გაეცნობით ბმულზე.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.
Comments