top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"კარიტასის" დღის ცენტრებს შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა




დღეს, 19 ივნისს, ქალაქ ვალეში საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა დღის ცენტრებს შორის, ფეხბურთში ტურნირი გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიიღეს 5 დღის ცენტრის: ვალის, არლის, ეშტიის, ქუთაისისა და თბილისის გუნდებმა.


გამარჯვებული ნინოწმინდის სოფელ ეშტიის გუნდი გახდა, რომელსაც სპეციალური თასი გადაეცა.


საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:


I ადგილი – ეშტიის გუნდი;

II ადგილი – ქუთაისის გუნდი;

III ადგილი – თბილისის გუნდი

IV ადგილი – არლის გუნდი;

V ადგილი – ვალის გუნდი.


ტურნირის ყველა მონაწილემ სამახსოვრო სიგელი და მედალი მიიღო. ასევე მათ გადაეცათ თავიანთი გუნდებისთვის განკუთვნილი გერბები.



ფეხბურთის ჩემპიონატს ორგანიზება „კარიტასის“ ვალის დღის ცენტრმა გაუწია, ვალის კათოლიკური სამრევლოს მხარდაჭერით: „ტურნირი ეძღვნებოდა სასწავლო წლის დახურვას და სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ვალის სამრევლოსა და მის წინამძღვარს, მამა მიხეილ სურმავას გვერდში დგომისთვის და რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს ლამაზი მეგობრული თამაშისთვის“, – ამბობს ვალის დღის ცენტრის კოორდინატორი შოთა გიქოშვილი.


მისივე თქმით, სტუმრებს ვალის კათოლიკურ სამრევლოსთან არსებული ორატორიუმი გაუმასპინძლდა.


ეს "კარიტასის" დღის ცენტრებს შორის პირველი მასშტაბური სპორტული ღონისძიება იყო. ცენტრებში საგანმანათლებლო პროცესი საჯარო სკოლების დაწყებასთან ერთად განახლდება.



catholic.ge

Comments


bottom of page