top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'კარიტასის' დღის ცენტრის საიუბილეო ღონისძიება არალში

20 მაისს, სოფელ არლის კულტურის სახლში "კარიტასის" არლის ბავშვთა დღის ცენტრის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

ცენტრის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ათი წლის იუბილე აღნიშნეს.

მათ აუდიტორიას საკუთარი მუშაობის შედეგი წარმოუდგინეს. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა მხატვრული დადგმები, ლექსები, სიმღერები, ადგილობრივი ანსამბლის „ჰარალეს“ მიერ დადგმული ქორეოგრაფიული ნომრები.


არლის ბავშვთა დღის ცენტრმა "ერთობამ" ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო. მაშინ იგი როგორც დამოუკიდებელი ერთეული ისე ჩამოყალიბდა და „ერთობა“ დაერქვა.


„რეალურად ეს სახლი არსებობს 2011 წლიდან, სადაც სულ ოთხი მასწავლებლით დავიწყეთ მუშაობა, ძველი კომპიუტერი გვაჩუქეს საფრანგეთიდან, რაღაც ჩვენც გავაკეთეთ, მოხალისეებმა შეღებეს ფანჯრები, მათ შორის იყო ახლა უკვე არლის ვიკარი მამა ბექა... ვფიქრობდით, რა უნდა დაგვერქვა სახელად. და მადლობა ღმერთს, რომ დავარქვით „ერთობა“ და ეკა ფეიქრიშვილმა შექმნა ლოგო, სადაც აღნიშნული იყო აღმოსავლური და დასავლური ეკლესიის სიმბოლოები. იმ მომენტისათვის, გვჭირდებოდა ასეთი „სიყვარულის ხიდი“ და ეს „სიყვარულის ხიდი“ აგრძელებს მუშაობას... შემდეგ უკვე მივმართეთ „კარიტასს“ დასახმარებლად და ახლა „კარიტასი“ აგრძელებს ამ „ხიდს“, – აღნიშნა ცენტრის დამფუძნებელმა მამა მიხეილ სურმავამ.


ამჟამად „კარიტასის“ ბავშვთა დღის ცენტრ „ერთობაში“ ტარდება: ქართულის, ინგლისურის, მათემატიკის, ინფორმატიკის, დრამის, მუსიკის, ხატვის გაკვეთილები. ცენტრი სოფელში მცხოვრებ ბავშვებს განვითარებასა და კომუნიკაციის დონის ამაღლებაში უწყობს ხელს.



თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page