top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კორონავირუსით დაღუპულ მედ-პერსონალის ხსოვნას პაპმა პატივი მიაგო


იტალიაში პანდემიასთან ბრძოლის დროს გარდაცვილილი ექიმების, მედ-დების, მედ-ძმების, სანიტრებისა და საავადმყოფოების თანამშრომელების ხსოვნის ეროვნული დღე აღინიშნა.


„ბევრი ჩვენი ძმისა და დის მაგალითი, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდნენ, ჩვენში ღრმა პატივისცემას იწვევს და ჩაგვაფიქრებს. ასეთი დიდი თავგანწირვის წინაშე, მთელი საზოგადოება მოწოდებულია უფორ მეტად დაამოწმოს თავისი სიყვარული მოყვასის მიმართ და იზრუნოს სხვებზე, განსაკუთრებულად ყველაზე მოწყვლად ფენაზე. თავდაუზოგაობა მათი, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობდნენ საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებეში, დღეს ჩვენთვის ვაქცინა ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ, რაც ნათლად წამოაჩენს ადამიანის გულში არსებულ ყველაზე დიდ სურვილს იმ ადამიანებთან გვერდით ყოფნისა და თვითშეწირვისა, რომლებიც ამას საჭიროებენ“, – წერს პაპი.


წერილის ბოლოს, წმინდა მამა სულიერად უერთდება ხსოვნის ეროვნული დღის ყველა მონაწილეს და უგზავნის მათ სამოციქულო კურთხევას.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

Komentar


bottom of page