top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კულტურის კომისია ზაქარია ფალიაშვილის იუბილესთვის ემზადება


საქართველოს კათოლიკურ ეკელსიაში არსებულმა კულტურის კომისიამ ზაქარია ფალიაშვილის იუბილესთვის მზადება დაიწყო.


დიდი ქართველი კათოლიკეს, კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან წელს, 150 წლის იუბილე აღინიშნება. კომისიამ იმსჯელა იმ შესაძლო ღონისძიებების შესახებ, რომლითაც ეს მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება.


კულტურის კომისია საკითხზე მუშობას აგრძელებს. სავარაუდოდ, ზაქარია ფალიაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში მოეწყობა.


კულტურის კომისიის შემადგენლობაში არიან: ხელმძღვანელი – მამა გაბრიელე ბრაგანტინი, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი ვაჟა ვარდიძე, "საბაუნის" საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი შორენა პარუნაშვილი, რელიგიათმცოდნე ნუგზარ ბარდაველიძე, პროფესორი მერაბ ღაღანიძე, ჟურნალ „საბას“ დამფუძნებელი მანანა ანდრიაძე, „კარიტასის“ წარმომადგენელი ნაზი კვარჩია, „საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის“ წარმომადგენელი კოტე აკოფაშვილი.


ფალიაშვილი 1871 წლის 4 აგვისტო/16 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში დაიბადა და 1933 წლის 6 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.


ფალიაშვილები წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან, მესხეთ-ჯავახეთიდან იყვნენ. მისი ოჯახი იმ ქართველ კათოლიკეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ახალციხიდან ქუთაისში დასახლდნენ. ქართული ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი სწორედ იქ, 1871 წლის ზაფხულში დაიბადა. პეტრე ფალიაშვილისა და მარიამ მესარქიშვილის მრავალშვილიან ოჯახში ზაქარია მესამე ბავშვი იყო...

პეტრე ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობდა, მარიამი ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. უჭირდათ, 11 შვილის მოვლა-პატრონობა არ იყო მარტივი. ცოლ-ქმარს შვიდი შვილი სხვადასხვა დროს მცირეწლოვან ასაკში გარდაეცვალა. ბავშვობაში ზაქარია და მისი ძმა კათოლიკურ ეკლესიაში გალობდნენ. ზაქარიას წკრიალა ხმა (დისკანტი) ჰქონია. იქვე სწავლობდა ორგანზე დაკვრასაც. დაწყებითი განათლებაც ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page