დღეს, რომის ეპარქია აღნიშნავს ლატერანის წმინდა იოანეს ბაზილიკის 1700 წლისთავს. საუბარია ტაძარზე, რომელიც ათასი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რომისა და მსოფლიოს ისტორიაში. „ამ ტაძარში იყო ეკლესიის ცხოვრება, რადგან პაპები ძირითადად აქ ცხოვრობდნენ და არა ვატიკანში“, – ამბობს მღვდელი ვალდემარ ტურეკი.
ბაზილიკის ისტორია სათავეს IV საუკუნიდან იღებს, როდესაც კეისარმა კონსტანტინე დიდმა პაპს საჩუქრად გადასცა მიწა და ლატერანების ოჯახის სასახლე, ასევე ააგო ბაზილიკა, რომელიც პაპმა წმინდა სილვესტერმა 324 წლის 9 ნოემბერს აკურთხა.
ავინიონის ტყვეობის შემდეგ, პაპები არ დაბრუნებულან ლატერანში, რადგან ხანძრისა და სხვა ფაქტორების გამო ბაზილიკა ძლიერ დაზიანდა. „შესაძლოა, წმინდა პეტრეს ახალი ბაზილიკის აშენების შემდეგ, წმინდა იოანეს ბაზილიკამ ჩრდილში გადაინაცვლა, თუმცა იგი დღემდე ითვლება რომის ეპისკოპოსის კათედრად“, - ამბობს პროფესორი ტურეკი.
მარადიულ ქალაქში ყოფნისას სასურველია ბაზილიკის მონახულება, რომელიც დღემდე ითვლება რომის კათედრად, ასევე სასურველია მოინახულოთ მეზობელი ობიექტი ანუ ე.წ. “Scala Sancta” (წმინდა კიბეები). ტრადიციის თანახმად, კიბეები ჩამოიტანა იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედამ, წმინდა ელენემ.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments