რომის ეპისკოპოსის საკათედრო ტაძართან მიერთებული შენობები სამუზეუმო ნაგებობებად გადაიქცევა.
გამოქვეყნდა პაპ ფრანცისკეს წერილი რომის ეპარქიისა და ლატერანის, წმიდა იოანეს ბაზილიკის არქიეპრესვიეტერის, კარდინალ ანჯელო დე დონატის მიმართ. ამ წერილში პაპი ფრანცისკე კარდინალს თავის გადაწყვეტილებას აცნობს, კათოლიკეთათვის მთავარი ბაზილიკის მიმდებარე შენობების კულტურული და სამუზეუმო დანიშნულების შესახებ.
„ჩემს ვიკარიუსს რომის ეპარქიაში, გავალებთ, კომპლექსში, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ცნობილია, როგორც ლატერანის პატრიარქია, მოაწყოთ სამუზეუმო და სხვადასხვა სახის კულტურული დანიშნულების ადგილი, იმ ხატვრული და ღირსეული ხელოვნების შესაბამისად, რომლითაც კათოლიკე ეკლესია ამაყობს“, – წერს წმიდა მამა და მოჰყავს ციტატა ლატერანის შეთანხმების მეთექვსმეტე მუხლიდან.
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველობის კანონზე დაყრდნობით, პაპი ფრანცისკე შეახსენებს, რომ აღნიშნულ მისიაში კარდინალს დაეხმარებიან ქალაქ-სახელმწიფოს საგუბერნატორო მმართველობითი და აღმასრულებელი ორგანოები, გარე ტერიტორიული ზონების მართვის კანონისა და წესების შესაბამისად.
პაპი განმარტავს, რომ ამ განკარგულების მიზანია მეცნიერთა და დამთვალიერებელთათვის რომის ეპისკოპოსისადმი მინდობილი, ლატერანის სასახლის მხავტვრული ქონების ხელმისაწვდომობა და შენარჩუნება.
ლატერანის საკათედრო ტაძრის ირგვლივ მდებარე ამავე სახელობის სასახლე რომის ეპარქიის საკათედრო ტაძარია. ასწლეულების განმავლობაში ლატერანის სასახლე იყო რომის პაპების ოფიციალური რეზიდენცია. ამჟამად, მასში განთავსებულია წმიდა მამის კარდინალ-ვიკარიუსის რეზიდენცია, რომის ვიკარიატის ოფისები და პაპის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.
წყრაო: www.vaticannews.va
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comments