top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მადლიერი ვარ, საქართველოსა და სომხეთში არსებულ რეალობაზე თქვენი ყურადღებისათვის' – პაპი


24 ივნისს, პაპი ფრანცისკე ვატიკანში აღმოსავლეთის ეკლესიების დახმარების გაერთიანების ასამბლეის წევრებს (ROACO) შეხვდა. მათ შორის იმყოფებოდა წმინდა საყდრის დესპანი საქართველოსა და სომხეთში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური.




მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, 2021 წლის განმავლობაში, „აღმოსავლეთის ეკლესიების დახმარების გაერთიანებამ“ ჩაატარა საგანგებო შეხვედრები, როგორც ერიტრეაში (სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში) სიტუაციის მოსაგვარებლად, ასევე 2020 წლის 4 აგვისტოს, ბეირუთში პორტის აფეთქების შემდგომ გამოწვეული სირთულეებისთვის ყურადღების მისაქცევად.


პაპი მიესალმა ლიბანში, ერაყში, სირიაში, ეთიოპაში, საქართველოსა და სომხეთში მსახურ ნუნციუსებს, მადლობა გადაუხადა მათ თავიანთი მნიშვნელოვანი მსახურებისათვის, რომლის საშუალებითაც მღვდელბსა და მორწმუნეებს ეხმარებიან ყურადღება მიაქციონ მთავარს, მაცხოვნებელი სიტყვის სახარების გავრცელებას და ეკლესიის დედობრივ ზრუნვას ყველაზე მოწყვლადი ფენებისათვის.


„2016 წელს, სომხეთში ჩემი სამოციქულო ვიზიტის დროს, კათალიკოს გარეგინ მეორესთან ერთად გავუშვით მტრედები ცაში, როგორც მშვიდობის ნიშანი მთელი კავკასიის რეგიონში. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. მე მადლიერი ვარ, საქართველოსა და სომხეთში არსებულ რეალობაზე თქვენი ყურადღებისათვის, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ კათოლიკური საკრებულო კვლავაც იყოს ნიშანი სახარებისეული ცხოვრების საფუარისა“, – განაცხადა პაპმა და დაამატა, რომ: „ხანდახან აუცილებელია შენობებისა და ტაძრების აღდგენა, მათ შორის ომის შემდგომ განადგურებულისაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მიმოფანტულ და დააზარალებულ ცოცხალ ქვებზე“.


პაპი ფრანცისკე შეშფოთებულია ეთიოპიასა და ტიგრაიში მიმდინარე კონფლიქტებით. მიუხედავად რელიგიური და კონფესიური განსხვავებისა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენციკლიკა Frateli Tutti (ძმანო ყოველნო).


წმინდა მამამ მონაწილეებს ერაყში თავისი ვიზიტის შესახებ ესაუბრა და პროექტის ორგანიზატორებს, საერო პირებს, ოჯახებს, სამრევლოებს, მოხალისეებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ეკლესიის დახმარების საქმეს წმინდა მიწაზე, რომელმაც პანდემიის გამო მომლოცველები დაკარგა.


რომის ეპისკოპოსმა ასევე ისაუბრა ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი გზით პრობლემების მოგვარებაზე და გაიხსენა სირია, რომლიც ათწლეულების განმავლობაში შიდა კონფლიქტებით იტანჯება და მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია.


შეხვედრის ბოლოს, პაპმა აკურთხა გაერთიანების საქმიანობა და მონაწილეებს ლოცვა სთხოვა.



შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page