top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მადლობა სიახლოვისა და ლოცვისთვის’ – პაპი საავადმყოფოდან

„ჯემელის საავადმყოფოდან“ პაპი მადლობას უხდის მედპერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის ლოცულობს.

„ვაგრძელებ ჰოსპიტალიზაციასა და საჭირო მკურნალობას ჯემელის საავადმყოფოში; დასვენებაც თერაპიის ნაწილია!” – განაცხადა პონტიფიკმა 23 თებერვალს.


წმიდა მამამ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ამ საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის მუშაკებს იმ ყურადღებისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენენ, ასევე იმ თავდადებისთვის, რომლითაც ასრულებენ საკუთარ მსახურებას ავადმყოფებისთვის“.


ვატიკანმა დაადასტურა, რომ 22 თებერვალს, გახანგრძლივებული რესპირატორული კრიზისის შემდეგ, პაპმა მიიღო დამატებითი ჟანგბადი ცხვირის კანულების მეშვეობით. მას ასევე სისხლი გადაუსხეს ანემიასთან დაკავშირებული თრომბოციტების დეფიციტის დასარეგულირებლად.


პაპმა ასევე გამოხატა მადლიერება მხარდაჭერის მრავალი გზავნილისთვის, რომელიც საავადმყოფოში ყოფნის დროს მიიღო, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა  ბავშვების წერილებსა და ნახატებს.


„ამ ბოლო დროს, უამრავი თბილი გზავნილი მივიღე. განსაკუთრებით გამაოცა ბავშვების წერილებმა და ნახატებმა. მადლობა სიახლოვისა და ნუგეშისმცემელი ლოცვებისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოდან მივიღე!" –  თქვა მან.


პაპი ფრანცისკე აგრძელებდა მკურნალობას რომის Gemelli Hospital-ში, საიდანაც მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით მოამზადა გზავნილი.  

 თაკო ფეიქრიშვილი

 

Comments


bottom of page