რომის პაპი, ფრანცისკე ლოცვით მარათონს 1–ელ მაისს გახსნის და ის 31 მაისამდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, ტრადიციული „სავარდის“ ლოცვა პანდემიის დასრულებას მიეძღვნება. პაპ ფრანცისკეს ინიციატივაში მსოფლიოს 33 სანქტუარიუმი ჩაერთვება.
„ინიციატივა განსაკუთრებით შეეხება მსოფლიოს ყველა საწმინდარს, რათა ისინი გახდნენ სავარდის ლოცვის მიმწოდებლები მორწმუნე ოჯახებისა და საზოგადოებებისათვის პანდემიის დასრულებისას. მსოფლიოში მიმოფანტული სანქტუარიუმები მარიამის ლოცვას წაიკითხავენ (სავარდი), რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც წმიდა საყდრის ოფიციალურ არხებზე 18:00 საათზე გადაიცემა“, - იუწება პაპის, ახალი ევანგელიზაციის თანამშრომლობის საბჭო.
Catholic.ge საქართველოში მცხოვრები მორწმუნებისათვის, „სავარდის“ ლოცვის პირდაპირ ჩართვებს შემოგთავაზებთ.
წყარო: www.avvenire.it
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comments