პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „Patris corde“ ეძღვნება წმინდა იოსების, საყოველთაო ეკლესიის მფარველად გამოცხადების 150 წლისთავს.
თავი I
საყვარელი მამა
წინდა იოსების სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ იგი მარიამის მეუღლე და იესოს მამა იყო. წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით, მან თავისი თავი მიუძღვნა უფლის მაცხოვნებელი გეგმის მსახურებას.
წმიდა პავლე მეექვსეს თქმით, იოსებმა თავისი მამობრიობა კონკრეტულად თავისი ცხოვრების მიძღვნით, განკაცების საიდუმლოსა და გამოსყიდვის მიზნის მსახურებაში გამოხატა. მან სრულად გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება წმიდა ოჯახისადმი, რათა სრულად მიეძღვნა თავი მათთვის და სამუშაოსთვის. მან თავისი ადამიანური მოწოდება ოჯახის მსახურებისადმი, გარდაქმნა საკუთარი თავის ზეადამიანურ მხვერპლშეწირვად, მან სრულად მიუძღვნა თავისი გული, მისიისადმი მსახურებისთვის განკუთვნილი სიყვარული და შესაძლებლობები წმინდა ოჯახს, რომლის სიმწიფესაც მიაღწია მის ოჯახში.
ხსნის ისტორიაში თავისი როლის გამო, წმინდა იოსები ქრისტიანულ სამყაროში მუდამ იწოდებოდა მამად. ამას მოწმობს ისიც, რომ მის სახელზე უამრავი ტაძარია აშენებული, უამრავი ინსტიტუტი თუ ორგანიზაცია ატარებს მის სახელს, ასევე უამრავი ტრადიციული მონასტერია მისდამი მიძღვნილი. უამრავი მამაკაცი თუ ქალი იყო მის მიმართ უდიდესი პატივისცემით განმსჭვალული. მათ შორის იყო წმინდა ტერეზა ავილელი, რომელმაც იოსები აირჩია თავის მფარველად და შუამდგომელად. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, წმინდა ტერეზამ ბევრი დაარწუნა მფარველად აერჩიათ იოსები.
ლოცვის წიგნებში მისდამი ძალიან ბევრი ლოცვაა შექმნილი, ყოველ ოთხშაბათს ყველა ეკლესიაში განსაკუთრებული ლოცვებით მიმართავენ, განსაკუთრებით კი მარტის თვეში, ვინაიდან, ტრადიციის მიხედვით, მარტის თვე წმინდა იოსების თვედ არის გამოცხადებული.
ერის ნდობა წმინდა იოსებისადმი ვლინდება გამოთქმაში „წადით იოსებთან“. როდესაც ეგვიპტეში შიმშილი ჩამოვარდა და ეგვიპტელები ფარაონს სთხოვდნენ პურს, მან უპასუხა: „წადით იოსებთან და გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“! (დაბ.41.55). ფარაონს მხედველობაში ჰყავდა იოსები, იაკობის ძე, რომელიც მონად გაყიდეს ძმებმა შურის გამო (დან. 37.11-28) და რომელიც ბიბლიის გადმოცემის თანახმად, ფარაონის მარჯვენა ხელი გახდა (დაბ.41.41-44).
წმინდა იოსები, როგორც მეფე დავითის შთამომვალი (მათ.1.16-20), რომლის შტოდანაც გამოვიდოდა იესო ქრისტე, როგორც ეს ღმერთმა მეფე დავითს ნათანაელის პირით აცნობა, (2 მეფ.7) დგას ძველი და ახალი აღთქმის გზაჯვარედინზე.
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
Comments