top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მედია მოხალისეებისათვის' – catholic.ge–ს ტრენინგი

დასრულდა Catholic.ge-ს მიერ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგი – „მედია მოხალისეებისათვის“.



18, 19 და 20 თებერვალს, მედია საშუალებამ ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოდან მოსულ 20 მონაწილეს უმასპინძლა.


ტრენინგი მიზნად ისახავდა სხვადასხვა სამრევლოებში მოხალისეების გააქტიურება სა და მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისათვის ერთგვარ მომზადებას.


ტრენინგის ყოველი დღე განსაკუთრებული იყო დატვირთვით:

პირველ ეტაპზე, მონაწილეები გაეცნენ Catholic.ge–ს მუშაობის პრინციპებს და იმ ერთ წლიან გზას, რომელიც ვებ–გვერდმა აქტიური ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე გაიარა. ტრენერებმა მოისმინეს მონაწილეების აზრი, რა ტიპის ინფორმაციის მიღება სურთ მათ, როგორც მომხმარებლებს ამ ვებ–გვერდზე.დასახელდა იდეები, გაიცვალა აზრები, საუბარი შეეხო მედია სტანდარტებს.


მეორე დღე მთლიანად „მედიაწიგნიერების“ საკითხებსა და ფოტო–ვიდეო გადაღების პრაქტიკულ კურსს დაეთმო. მონაწილეები გაეცნენ, როგორ უნდა გაარჩიონ მცდარი ინფორმაცია ჭეშმარიტისგან; როგორ უნდა მოიქცნენ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში; სად მოიძიონ ფოტოები, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია; რომელ საინფორმაციო წყაროებს ენდონ და ა.შ.


ფოტო–ვიდეოგრაფიის ნაწილში, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ფოტოსა და ვიდეოს გადაღების ხერხებს, ოპერატორის „ხრიკებს“, გატესტეს სატელეფონო ვიდეო პროგრამა, ისწავლეს სპეციალურ პროგრამაში ფოტოების დამუშავება და ა.შ.


დღის ბოლოს გაიმართა ფოტოკონკურსი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ტრენინგის სამოქმედო არეალზე უნდა გადაეღოთ ერთი ფოტო. საბოლოოდ, გამოვლინდა სამი გამარჯვებული, ჟიურის, ეპისკოპოსისა და თავად მონაწილეების მხრიდან. მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


ტრენინგის მესამე დღე უფალს მიეძღვნა. რაბათის წმ. სავარდის სახელობის ტაძარში, მონაწილეები ლიტურგიას დაესწრნენ.


Catholic.ge–ს ტრენინგი ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს თანხმობითა და კურთხევით გაიმართა. მასში მრევლის წევრებთან ერტად მონაწილეობა მიიღეს სასულიერო პირებმაც: მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა, მამა მიხალ იახმა, მამა პაატა ქომოშვილმა, მამა ბექა ჩილინგარაშვილმა, მამა ლაშა მანუკიანმა, მონაზონმა დედა ანნა–მარია კრიველარმა.


შეხვედრა ახალციხეში, კაფე–ბარ kantora19–ში გაიმართა.


ტრენინგს catholic.ge–ს თანამშრომლები, რედაქტორი თაკო ფეიქრიშვილი, მოწვეული ოპერატორი რობი ზარიძე და თარჯიმანი, შოთა გიქოშვილი უძღვებოდნენ.


ლოჯისტიკაზე ზრუნავდა მამა მიხეილ სურმავა.


ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, მედიასაშუალების "მეგობრების ქსელის" წევრებს კი სპეციალური საჩუქრები.


მსგავსი ტიპის ტრენინგს catholic.ge სამომავლოდაც გეგმავს.





თაკო ფეიქრიშვილი






Σχόλια


bottom of page