top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მეჯიდოს მოზაიკა ქრისტიანობის პირველი ‘ფიზიკური მტკიცებულება’

ისრაელში აღმოაჩინეს მოზაიკა, რომელიც წარმოადგენს პირველი საეკლესიო საზოგადოების სამლოცველო დარბაზის იატაკის ნაწილს. იგი III საუკუნით თარიღდება და პირველი ქრისტიანების შესახებ არაერთ ცნობას იძლევა.

„მეჯიდოს მოზაიკა“ ასე ჰქვია იმ იატაკის ნაწილს, რომელიც მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული თაყვანისცემის ადგილს გვაცნობს. იგი 230 წლით თარიღდება და ხლა უკვე ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმში ინახება.

 

მეჯიდოს მოზაიკა მსოფლიოს პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს წარედგინა და ორი თვის განმავლობაში მან უკვე მთელი მსოფლიოდან ათასობით დამთვალიერებლის ყურადღება მიიქცია. მოზაიკა საჯაროდ გამოფენილი 2025 წლის ივლისამდე იქნება.

 

რა არის ‘მეჯიდოს მოზაიკა’?

 

2005 წელს, მეჯიდოს ციხის (საპყრობილე) მშენებლობის დროს, ისრაელის ჩრდილოეთით, გალილეის რეგიონში აღმოაჩინეს „მეჯიდოს მოზაიკა“. ტერიტორიას, სადაც მოზაიკა იპოვეს დიდი ისტორიული და ბიბლიური მნიშვნელობა აქვს და მას ქრისტიანობის პირველ ხანებში ლეჯიო ერქვა. (იგი ხშირად ასოცირდება გამოცხადების წიგნში ნახსენები “არმაგედონთან”) 

 

ეს მოზაიკა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად. იგი თარიღდება დაახლოებით 230 წლით და მიეკუთვნება იმპერატორ კონსტანტინეს პერიოდს, როდესაც ქრისტიანობა დამკვიდრდა და მისი ავტორიტეტი იზრდებოდა. მოზაიკა გვაძლევს არაერთ ინფორმაციას წმიდა მიწაზე ადრეული ქრისტიანობის გავრცელების შესახებ.

 

მიიჩნევა, რომ მოზაიკა უძველესი ქრისტიანული სალოცავის იატაკის ნაწილია, რომლის ფართობიც 50 კვადრატული მეტრია. ეს არის მოწმობა  ადრეული ქრისტიანული საზოგადოების არსებობისა იქამდე, სანამ მომდევნო საუკუნეებში საეკლესიო, ფორმალური სტრუქტურები ჩამოყალიბდებოდა.



პირველი წარწერა: ტერმინ “ძმობის” პირველი გამოყენება

 

მხატვარ ბრუზიოს მიერ შექმნილ „მეჯიდოს მოზაიკაზე“ (მხატვრის სახელი შემონახულია იატაკზე), გამოსახულია მაგიდა, იგივე საკურთხეველი ევქარისტიისთვის და მასზე ჩანს ქრისტიანობის პირველი სიმბოლო, ორი თევზი. 

 

გარდა ამისა მოზაიკა მოიცავს ბევრი საინტერესო ელემენტსაც, მათ შორის, სამ ბერძნულენოვან წარწერას.

 

პირველი წარწერა ეძღვნება კაცს, სახელად გაიანოს, რომაელ ცენტურიონს, რომელმაც ნიშნად გულუხვობის და კეთილშობილებისა წვლილი შეიტანა მოზაიკის იატაკის დაფინანსებაში. ეს რომაელებსა და ქრისტიანებს შორის ერთიანობის იშვიათი დემონსტრირებაა.

 

გაიანუსი “ჩვენს ძმად”არის წოდებული, რაც ადასტურებს, რომ ადრეულ ეკლესიაში ტერმინი “ძმობა” გამოიყენებოდა, ისევე, როგორც ამაზე საუბარია ახალი აღთქმის წერილებში.

 

მეორე წარწერა: ქალების როლის შესახებ

 

მეორე წარწერა (ქვემოთ გამოსახული) იხსენიებს 5 ქალს, რომლებიც სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმდროინდელი საზოგადოების ცხოვრებაში.

 

ესენი არიან: აკეპტუსი, გაიანუსის ცოლი, ცირიაკა, დოროტეა, პრიმილა და ქრესტა.

 

გამოფენის ზედამხედველი, ბობი დუკი თვლის, რომ მათი სახელების მოზაიკაზე დატანა ხაზს უსვამს „ქალების გადამწყვეტ როლს ადრეულ ეკლესიაში“ და შესაძლოა ისინი ფინანსურადაც კი ეხმარებოდნენ მაშინდელ, პირვანდელ “საოჯახო ეკლესიას”.



მესამე წარწერა: იესო, როგორც ღმერთი

 

მესამე წარწერაზე გვხვდება შემდეგი სიტყვები: “ღმერთი იესო ქრისტე”, რომელიც მიუთითებს, რომ ცენტრში არსებული საკურთხეველი მის სახელს ეძღვნება.

 

ეს არის უძველესი, ფასეული მტკიცებულება იესოს ღვთაებრიობისა, რომელიც შეიქმნა დიდ საეკლესიო კრებებამდე ათეულობით წლებით ადრე (მაგ.: ნიკეას კრება იყო 323 წელს და ა.შ.).

 

ეს მოწმობა წარმოდგენილია, არა როგორც გრანდიოზული რევოლუციური იდეა, არამედ მარტივი (და თითქმის აშკარა) ფრაზა, როგორც ამ უძველესი საზოგადოების რწმენის თეოლოგიური საფუძველი.

 

ეს ნიშნავს დიდი ხნის დამკვიდრებულ რწმენას და უარყოფს ბარტა დ. ერმანის თეზისს, რომ იესო, როგორც ღმერთი, გვიანდელ პერიოდში იქნა აღიარებული.



სკანდალურ ესეში “როგორ გახდა იესო ღმერთი” (Harperone 2014) აგნოსტიკოსი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს მტკიცებულება ე.წ. “ქრისტოლოგია ზეციდან” და ამტკიცებს, რომ ქრისტიანები ნელ-ნელა ამაღლებდნენ ქრისტეს სტატუსს, რათა იგი გათანაბრებული ყოფილიყო  ისრაელის ღმერთთან და ამ რწმენის ფორმირება მათ ნიკეის კრებაზე (325) მოახდინეს.

 

ეს არის ძველი და გადამუშავებული იდეა XX საუკუნის დასაწყისის ისტორიოგრაფიიდან (დაწყებული ვილჰელმ ბუსედან), რომელიც სამეცნიერო საზოგადოებამ დიდწილად უარყო, ისეთი მეცნიერების წყალობით, როგორებიცაა მარტინ ჰენგელი, ლარი ჰურტადო და რიჩარდ ბაუკმანი. ერმანის წიგნმა დაუყოვნებელი და დეტალური გამეორება მოიპოვა ნაშრომში, „როგორ გახდა ღმერთი იესო“ (ზონდერვანი 2014).

 

„აღარ არსებობს ებრაელი და ბერძენი; არც მონა და თავისუფალი; აღარ არსებობს კაცი და ქალი, რადგან ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ 3, 28) – წერდა წმიდა პავლე პირველი საუკუნის პირველ ნახევარში.

 

„მეჯიდოს მოზაიკა“ მოწმობს პატარა ქრისტიანულ საზოგადოებაზე, რომელიც ცხოვრობდა პავლეს იდეალის მიხედვით, სადაც მხატვარმა, რომაელმა ჯარისკაცმა და ქალების ჯგუფმა შექმნეს ოთახი, რათა პირველი ადგილობრივი ეკლესია ძმურად შეკრებილიყო იესო ქრისტეს სახელით, რომელსაც უკვე მაშინ თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთს.


 

წყარო: www.uccronline.it


 შოთა გიქოშვილი

 


 

 

 

 

Comments


bottom of page