მიმლოცველობა წმიდა მიწაზე
- catholic.ge
- Feb 24
- 1 min read
Updated: Feb 25
2025 საიუბილე წელს, საქართველოში კათოლიკე ეკლესია გეგავს მიმლოცველობას წმინდა მიწაზე, ისრაელში. ამ მიმლოცველობის დეტალები ცნობილი ახლახან გახდა. გაეცანით ეპისკოპოს ჯუზეპე პაზტოს წერილს წმინდა მიწაზე მიმლოცველობასთან დაკავშირებით:

საიუბილეო წლის პილიგრიმობა წმინდა მიწაზე
ბოლოს და ბოლოს შევძელით მოგვეპოვებინა გარკვეული ინფორმაცია ამ მოგზაურობის შესახებ.
1. პილიგრიმობა შესაძლებელია ჩატარდეს ივლისის მეორე ნახევარში ან აგვისტოს მეორე ნახევარში (დასაზუსტებელია)
(თვითმფრინავის ბილეთის გამოკლებით) სავარაუდო ფასია:
20 ადამიანისთვის - 800 ევრო/ადამიანზე;
30 ადამიანისთვის - 700 ევრო/ადამიანზე;
40 ადამიანისთვის - 650 ევრო/ადამიანზე;
ეს ყველაზე დაბალი ფასებია, რომელიც შეიძლება მოიძებნოს.
ამ თანხაში შედის:
2 ღამე ნაზარეთში და 3 ღამე იერუსალიმში (საუზმითა და ვახშმით); 4 სადილი; ავტობუსით გადაადგილება; გიდი და შესასვლელი ბილეთები.
თანხაში არ შედის თვითმფრინავის ბილეთი, არანაირი სასმელი, დაზღვევა და “ჩაის ფული” (მძღოლს, სასტუმროს და რესტორანს) დაახლოებით 40 ევრო.
ვისაც ცალკე ოთახი უნდა დაუმატოს 250 ევრო/ადამიანზე
3. ზოგადი პროგრამა ასეთია:
I დღე - ჩასვლა თელ-ავივში, ნაზარეთი, ხარების ბაზილიკა;
II დღე - ნაზარეთი, ტიბერიადის ტბა, თაბორი, ნეტარებები;
III დღე - ნაზარეთი, იერიქონი, იუდეის უდაბნო;
IV დღე - იერუსალიმი, წირვა ქრისტეს საფლავის ტაძარში;
V დღე - იერუსალიმი, მიძინების ბაზილიკა, ზეთისხილის ბაღი, ბეთლემი, მწყემსების ველი;
VI დღე - წირვა ქრისტეს საფლავის ტაძარში, ვიზიტი იერუსალიმის პატრიარქთან და თავისუფალი დრო; გამგზავრება თელ-ავივისკენ.
4. ჯერ კიდევ დასადგენია თვითმრინავის ბილეთის ღირებულება, რომელიც, როგორც ჩანს, დაახლოებით 400 ევროა.
5. ამ ეტაპზე ესაა ცნობილი. ყველაფრის დასადგენად და ზუსტი ინფორმაციის მოსაწოდებლად საჭიროა ვიცოდეთ, ვის აქვს ამ პილიგრიმობაში ჩაწერის განზრახვა (რამდენი ადამიანი იქნება ჯგუფში), ეს კი რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ მომლოცვლეობაში, 5 მარტამდე შეატყობინოს ქ. ლალი მარგველაშვილს ტელეფონზე: 597 11 38 25
5 მარტის შემდეგ შეიტყობთ ჩაწერის პირობებს.
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
Comments