2025 წელი კათოლიკე ეკლესიაში საიუბილეო წელია. ამასთან დაკავშირებით, 6–13 აგვისტოს, საქართველოდან რომში იგეგმება მიმლოცველობა. გთავაზობთ სრულ ინფორმაციას მიმლოცველობის შესახებ.
„მომლოცველობა გამოხატავს ყოველი საიუბილეო მოვლენის ძირითად ელემენტს. გზაზე დადგომაა იმათი დამახასიათებელი ნიშანი, ვინც ცხოვრების აზრის ძიებას იწყებს“, – ამბობს პაპი ფრანცისკე იუბილეს გამოცხადების ბულაში, „Spes non Confudit“, პილიგრიმობის ღირებულებისა და მნიშვნელობის შესახებ იმათი რწმენის გზაზე, ვინც მიჰყვება უფალ იესოს ცხოვრების ყოველ დღე.
საქართველოში მყოფი კათოლიკე ეკლესია გეზს აიღებს რომისკენ, რათა განიცადოს უფალთან ზიარება წმიდა კარში შესვლით და ძმებთან ზიარებით და მიიღებს ყოველ შეხვედრას როგორც საჩუქარს.
ზოგიერთი მორწმუნე, საქართველოს თითოეული კათოლიკეს სახელით, მოილოცავს რომს წმიდა მამასთან და სრულიად ეკლესიასთან თანაზიარების გამოსახატავად, ამ წმიდა წელს.
თარიღი: 6 აგვისტო - 13 აგვისტო (ეს არის ყველაზე დაბალი ფასების სეზონი)
- ფასი: 1100 ევრო
პროგრამა: 3 დღე რომში, საიუბილეო ბაზილიკების მონახულებით, წმიდა კარიბჭეში შესვლით, შემდეგ მოკლე ვიზიტი ასიზიში, ფლორენციაში, ვერონაში, მილანში (გამგზავრება თბილისიდან, თვითმფრინავით ჩასვლა რომში და დაბრუნება მილანიდან)
ფასში შედის:
• რეგისტრაციის საფასური;
• დაგეგმილი მარშრუტის ავტოტრანსპორტი;
• განთავსება ორადგილიან ოთახებში საკუთარი სველი წერტილებით Casa Bonus Pastor-ში, რომში და 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ფლორენციაში. ვერონაში სტიგმატელთა სახლში. დამატებითი ხარჯი იქნება მათთვის, ვისაც სურს ერთადგილიანი ოთახი (რომლებიც ძალიან ცოტაა)
• ნახევარი პანსიონი (საუზმე და ვახშამი) (სასმელი არ შედის);
• ბილეთი წმ. კალიქსტეს კატაკომბებში;
• მძღოლის განთავსება ფლორენციასა და ვერონაში;
• დაზღვევა: მოგზაურობისას სამედიცინო დახმარება და ხარჯები, ბარგი, მოგზაურობის გაუქმება, მოგზაურობის შეფერხება.
საფასურში არ შედის:
• სასმელი საუზმეზე და ვახშამზე
• სადილი
• ტურისტული გადასახადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში გადაიხდება პირდაპირ სასტუმროში)
• დამატებითი ინფორმაცია:
მონაწილეთა რაოდენობა: 35 ზრდასრული (პრიორიტეტი მიენიჭებათ მრევლის მორწმუნეებს, რომლებმაც უკვე გამოთქვეს წერილობით განზრახვა შეუერთდნენ განაცხადს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე catholic.ge 15 ივლისს და მათ, ვინც არასდროს მიუღია მონაწილეობა რომში მომლოცველობაში).
– დაარეგისტრირება შესაძლებელია რაოდენობის შევსებამდე, ნოემბრის ბოლომდე, საკუთარ წინამძღვართან 50 ევროს გადახდით. თანხასთან ერთად წინამძღვარს უნდა დაუტოვოთ თქვენი პასპორტის ქსერო–ასლი (ის უნდა იყოს მოქმედი მინიმუმ 2026 წლის თებერვლამდე); წინამძღვარი გადასცემს კურიაში ქ. ლალი მარგველაშვილს (ტელ.: 597 11 38 25).
– იანვრის ბოლოს საჭირო იქნება მოგზაურობის თანხის ნახევრის გადახდა (500 ევრო), დანარჩენი ნახევრის კი ივნისის ბოლოს (550 ევრო)
– ბილეთში შედის პატარა ზურგჩანთა და 12 კგ. ჩასაბარებელი ბარგი . ვისაც მეტი ბარგი სურს, უნდა მოითხოვოს დამატება.
დამატებით ინფორმაციას სამომავლოდ მივაწვდით მომლოცველობაში მონაწილეებს.
საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაცია
Comments