top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი მსოფლიო პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს ულოცავს


პაპმა ფრანცისკემ ბართლომე I-ს, კონსტანტინეპოლის პატრიარქად აღსაყდრებიდან 30 წლის იუბილე მიულოცა.


პირველ იერარქს მისალოც წერილშიპაპმა მიმართა სურვილით: Χρόνια πολλά! Ad multos annos! – მრავალჟამიერ! ამავე წერილში პაპი ფრანცისკე მადლობას სწირავს უფალს პატრიარქისათვის მინიჭებული მრავალი მადლისადა მსახურებისათვის, ასევე ლოცულობს რათა, ჯანმრთელობა, სულიერი სიხარული და უხვი მადლი იყოს პატრიარქის უმაღლესი მსახურების თანმდევი ყოველთვის.


პაპმა ფრანცისკემ მადლობა შესწირა უფალს იმ მჭიდრო კავშირისათვის, რომელიც აქვს პატრიარქ ბართლომესთან, იმ მომენტიდან, როცა პაპი ავიდა წმინდა პეტრეს ტახტზე და პატრიარქმა პატივი დასდო მას რომში ყოფნით. ეს კავშირები გამყარებულია იმ უამრავი შეხვედრით, რომლებიც გაიმართა ფანარეში, იერუსალიმში, ასიზში, ქაიროში, ბარიშსა და ბუდაპეშტში: “ამ კავშირის ძალა კვლავ დაამტკიცეთ თქვენი ცოტახნის წინ რომში ყოფნით, სადაც თქვენი მონაწილეობა ჩემთვის ესოდენ ძვირფასი იყო. მე ვიზიარებ ჩვენს საერთო სამწყსო პასუხისმგებლობის შეგნებას, მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს, რომელთა წინაშეც დგას დღეს კაცობრიობა”.


პაპმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიმართ კეთილგანწყობა იმის გამოც გამოხატა, რომ იგი მუდმივად საუბრობს დიალოგის გზებზე სიყვარულსა და ჭეშმარიტებაში. როგორც ერთობის შესაძლო გზებზე, ქრისტეში მორწმუნეთაშერიგებისაკენ და სრული ერთობის აღდგენის სურვილისათვის.


“ღვთის დახმარებით ეს გახდება ის გზა, რომელზეც ჩვენ უპირობოთ განვაგრძობთ სვლას ერთად. ჩვენს ეკლესიებს შორის სიახლოვე და სოლიდარობა არის უდიდესი წვლილი სოციალურ სამართლიანობასა და საერთო ძმობის აღდგენაში, რაც ასე სჭირდება კაცობრიობას”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page