top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მშვიდობისათვის აუცილებელია ურთიერთზრუნვის კულტურა - პაპი


17 დეკემბერს, წმინდა საყდრის პრესცენტრის დარბაზში პაპ ფრნცისკეს გზავნილის პრეზენტაცია გაიმართა. იგი მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 2021 წლის 1-ელ იანვარს აღინიშნება. მთავარი თემა იყო: „ურთიერთზრუნვის კულტურა, არის გზა მშვიდობსაკენ“.


„2020 წელი გამორჩეული იყო COVID 19-ის სერიოზული სანიტარული კრიზისით, რამაც დაამძიმა ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემები, ისეთები როგორიცაა კლიმატის ცვილელები, გაყიდვები, ეკონომიკური, მიგრაციის პრობლემები და შეუქმნა ხალხს უდიდესი სატანჯველი. ამ პერიოდში, უამრავმა ადამიანმა გამოიჩინა გულუხვობა, ზოგმა საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, თუმცაღა გვიწევს აღვნიშნოთ, რომ სიყვარულისა და სოლიდარულობის ამ უდიდეს გამოვლინებასთან ერთად, ასევე იყო დაღმასვლც, რაც გამოვლინდა ნაციონალიზმში, რასიზმში, ქსენოფობიასა და სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში, რაც თესავს სიკვდილსა და განადგურებას. ეს ყველაფერი კი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთზრუნვა. ერთმანეთზე ზრუნვის კულტურა მოწოდებულია დაამარცხოს გულგრილობისა და შერჩევითობის კულტურა, რაც სამწუხაროდ, თან სდევს დღევანდელ მსოფლიოს“, - ნათვამია პაპის დოკუმენტში.


პაპი, ბიბლიურ წყაროებზე დაყრდნობით, თეოლოგიური გადმოსახედიდან ზრუნვისა და გაფრთხილების თემას შლის. იგი ეხება სამყაროს შექმნას, წინასწარმეტყველთა ტრადიციას და ბოლოს, იესო ქრისტეს მსახურებას. აღინიშნა, რომ პირველი ეკლესიის ძირითადი ბირთვი იყო გულმოწყალების საქმე. პაპი ასევე ხაზს უსვამს კათოლიკური ეკლესიის სოციალურ სწავლებას და აცხადებს, რომ ეს სწავლება უნდა გახდეს მთელი ეკლესიისა და მსოფლიოსათვის კომპასი და ამ კომპასის საშუალებით, ადამიანები უნდა წავიდნენ ერთი, საერთო მიმართულებით, რათა გლობალიზაციის პროცსი გახდეს ნამდვილი, ადამიანური ზრუნვის კულტურის გამომვლენი. ეს კულტურა ასევე უნდა დაეხმაროს ერებს, რათა ყველა დაფიქრდეს, თუ როგორ შეცვალოს თავისი მენტალიტეტი მშვიდობის ჭეშმარიტი გზის ასარჩევად.


„ამ დროში, კაცობრიობის ნავს არყევს კრიზისების ტალღები და რთულად გადაადგილდება უფრო ნათელი და წყნარი ჰორიზონტის ძიებაში, ადამიანის ღირსების შტურვალი და ძირითადი პრინციპების სოციალური კომპასი მოგვცმს საშუალებას, გადავადგილდეთ საიმედო და საერთო კურსით“, - ნათქვამია დოკუმენტის დასასრულს.


წყარო: Vatican News


/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/

Comments


bottom of page