2021 წლის 24 ოქტომბერს, სანდრა საბატინი კათოლიკე ეკლესიამ ნეტარად შერაცხა. მისი ბეატიფიკაციის საფუძველი იტალიელი სტეფანო ვიტალის კიბოსგან განკურნება გახდა.
სანდრა საბატინი (Sandra Sabattini) 1961 წლის 19 აგვისტოს დაიბადა იტალიის ქალაქ რიჩონეში (Riccione), მორწმუნე კათოლიკეთა ოჯახში. სანდრა არ კმაყოფილდებოდა ჩვეულებრივი ცხოვრებით, ბავშვობიდანვე ოცნებობდა წმიდანად გახდომაზე და სწორედ ეს იყო მისი მთავარი მიზანიც. ,,დღეს ძალიან ბევრი კარგი ქრისტიანია, მაგრამ მსოფლიოს წმიდანები სჭირდება“, - ამბობდა იგი და მორწმუნე მშობლებიც ასაზრდოებდნენ მის ამ სურვილს. სანდრა ხშირად აძლევდა საკუთარ ,,ჯიბის ფულს“ ღარიბებს, ისე რომ, არაფერს იტოვებდა თავისთვის. მისი გულისყური მიპყრობილი იყო საზოგადოების ყველაზე სუსტი ფენისადმი, მას სურდა, დახმარებოდა მათ ნებისმიერი შესაძლებლობით.
.....
1984 წლის 29 აპრილს, დილით, სანდრა, საქმროსთან და თავის მეგობარ ელიოსთან ერთად, პაპ იოანე XXIII-ის საკრებულოში მივიდა შეხვედრაზე დასასწრებად. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, მომავალი ავტომობილი დაეჯახა მას და ელიოს. სანდრა ბოლონიაში, ბელარიის კლინიკაში გადაიყვანეს. 2 მაისს, სამდღიანი კომის შემდეგ, იგი გარდაიცვალა 23 წლის ასაკში. მისი სულის მოსახსენიებელი წირვა აღესრულა რიმინის წმიდა იერონიმეს ტაძარში. იგი დაკრძალეს მიზანო-ადრიატიკოში, წმიდა ანდრიას ტაძრის მახლობლად.
2018 წლის 6 მარტს პაპმა ფრანცისკემ გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც სანდრა საბატინის მიენიჭა ტიტული ,,მონა ღვთისა“. 2019 წლის 2 ოქტომბერს კი პაპმა ოფიციალურად ცნო 2007 წელს მომხდარი სასწაული, იტალიელი სტეფანო ვიტალის კიბოსგან განკურნება სანდრა საბატინის მეოხებით, რაც მომავალში მისი ბეატიფიკაციის საფუძველი გახდა. სანდრა საბატინის ნეტარად შერაცხვის ცერემონია უნდა შემდგარიყო 2020 წლის 14 ივნისს, რიმინიში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო რიმინის ეპარქია იძულებული გახდა, გადაედო იგი. თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.
მოამზადა ვერიკო ნოზაძემ
ჟურნალი "საბა" 2021/აგვისტო
Comentários