top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ომი ადამიანურობის უარყოფაა’ - პაპი ფრანცისკე

24 იანვარს, საჯარო აუდიენციის დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ დამსწრეებს შეახსენა, რომ 27 იანვარს  ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენების საერთაშორისო დღე აღინიშნება.



„დაე, ნუ იქნება დავიწყებული მილიონობით ებრაელისა და სხვა აღმსარებლობის ადამიანთა საშინელი განადგურება და გვახსოვდეს, რომ ძალადობისა და სიძულვილის ლოგიკა ვერასდროს იქნება გამართლებული, ვინაიდან ის ჩვენს, ადამიანურობას უარყოფს. დაუღალავად ვილოცოთ მშვიდობისათვის, კონფლიქტების შეწყვეტისთვის, იარაღზე უარის თქმისა და ტანჯული მოსახლეობის დახმარებისათვის. ჩემი ფიქრები მიმართულია ახლო აღმოსავლეთზე, პალესტინასა და ისრაელზე, მრავალგზის ტანჯულ უკრაინაში არსებულ საგანგაშო მდგომარეობისაკენ. განსაკუთრებით ვფიქრობ ბომბებზე, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ეცემა და იწვევს სიკვდილს, წამებასა და ნგრევას. ვლოცულობ დაღუპულთა და მათი ახლობლებისათვის. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკურად პასუხისმგებელ ადამიანებს, რათა დაცულ იქნას ადამიანების სიცოცხლე და წერტილი დაესვას ომებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ომი ყოველთვის წაგებისთვის არის განწირული, ომში მხოლოდ იარაღის მწარმოებლები ნახულობენ მოგებას“, - თქვა წმინდა მამამ.


ამის შემდეგ, პაპი მიესალმა ახალგაზრდებს, სნეულებს, ხანდაზმულებსა და თინეიჯერებს. მან დამსწრეებს შეახსენა, რომ 24 იანვარს ეკლესია წმინდა ფრანცისკე სალელის მოხსენიებას აღნიშნავს, რომელიც სულიერი მასწავლებელი იყო.


„მან გვასწავლა, რომ ქრისტიანული სრულყოფილება ყველასთვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად მისი ცხოვრებისეული და სოციალური სტატუსისა. დაე, თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა იქცეს სიწმინდის გზებად, რომლებიც უნდა განვვლოთ ღვთის სიყვარულზე სასოებით. გაკურთხებთ ყველას“.

 

წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page