top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ და ბენედიქტე XVI-მ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს

  • Jan 14, 2021
  • 1 min read

13 იანვარს, დილით კოვიდპანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინაციას პაპი ფრანცისკე და მისი წინამორბედი, ემერიტუსი პაპი ბენედიქტე XVI შეუერთდნენ და ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს ინფორმაცია წმინდა საყდრის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა მათეო ბრუნიმ მიაწოდა.


შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პაპმა ფრანცისკემ იტალიის ტელევიზიის Canale 5 -ის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ კვირაში გაიკეთებდა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაცინას.


ინტერვიუს დროს, პაპმა აღნიშნა, რომ ვაქცინის მიღება არის ეთიკური საქციელი, რადგანაც ამ გზით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების სიცოცხლესაც ვიცავთ.

თარგმანი - შოთა გიქოშვილი

留言


bottom of page