პაპ ფრანცისკეს მილოცვა პატრიარქ ილია II-ს
- catholic.ge
- Jan 3, 2023
- 1 min read
პაპი ფრანცისკე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს, ილია II–ს აღსაყდრების 45–ე წლისთავსა და დაბადების 90 წლის იუბილეს ულოცავს.
პაპმა პატრიარქს სპეციალური წერილი გამოუგზავნა.

წერილს სამოციქულო ნუნციატურა აქვეყნებს. Catholic.ge პაპის წერილის სრულ ვერსიას გთავაზობთ.
„თქვენო უწმინდესობამ და უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად თქვენი აღსაყდრების ორმოცდახუთ წლისთავსა და დაბადებიდან ოთხმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადმოგცემთ ჩემს გულითად და საუკეთესო სურვილებს, ჩემს ლოცვებთან ერთად, რათა ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა და უხვი სულიერი წყალობა, თქვენს მრავალწლიან სამწყსო მსახურებაში.
მაშინ, როცა უფლისადმი თქვენი მრავალწლიანი მსახურების პერიოდში თქვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევისა და ფართომასშტაბიანი გარდაქმნის წინაშე იდგა, თქვენდამი მინდობილი ეკლესია ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვაოდა. ეს მაგონებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენ შორის კეთილი საქმის დამწყები, კიდევაც აღასრულებს მას იესოს ქრისტეს დღემდე“ (ფილ 1:6). ამასთან დაკავშირებით, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგცეთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, კვლავ დაამოწმოთ ქრისტესეული სიყვარული მსოფლიოში და იღვაწოთ თქვენი სამწყსოსა და მთელი ქართველი ერის სასიკეთოდ.

მსურს, იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებულად ვაფასებ თქვენს მუსიკალურ ნაწარმოებებს – ხშირად ვუსმენ მათ, როგორც ძვირფას საშუალებას, რომელიც ლოცვისთვის მზადებაში მეხმარება. ამას ჩემთვის დიდი სარგებელი მოაქვს!
ძვირფასო უფლისეულო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა თავისი მოსასხამის ქვეშ დაგიფაროს, გიძღვნი ძმურ სამშვიდობო ამბორს და ვთხოვ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას მომიხსენიოს ლოცვებში“, – წერია პაპის წერილში.
წერილი 2022 წლის 25 დეკემბრით თარიღდება.
Kommentarer