კათოლიკე აღმოსავლურ ეკლესიებსა და მართლმადიდებლებს, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ, პაპმა ფრანცისკემ დღესასწაული მიულოცა.
“დღეს, ჩემი აზრები მიმართულია, როგორც კათოლიკე აღმოსავლური ეკლესიების, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიების წევრი ძმების მიმართ, რომლებიც ზეიმობენ ქრისტესშობის დიდდღესასწაულს. მთელი გულით ვუსურვებ მშვიდობასა და ყველაფერ კარგს. დაე, ქალწული მარიამის წიაღიდან შობილმა ქრისტემ გაანათლოს თქვენი ოჯახები და საკრებულოები. ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტესშობას!”
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments