top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ევთანაზიისა და დასავლეთის შეცდომების შესახებ



მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესზე გამოსვლისას, პაპმა ფრანცისკემ დასავლეთის „მორალურ დეგრადაციასა“ და მის „დამარცხებაზე“ ისაუბრა. რომში დაბრუნებისას, თვითმფრინავში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა პაპს ამ საკითხზეც ჰკითხეს აზრი, განსაკუთრებით კი, ევთანაზიაზე, რომელიც დებატების საგანია, როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.


“მკვლელობა არაადამიანურია და მორჩა. წერტილი”, - აღნიშნა პაპმა ევთანაზიასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას – „თუ მოტივირებულად კლავ, ბოლოს უფრო მეტსა და მეტს მოკლავ. მკვლელობა ცხოველთა ხვედრია“.


“რაც შეეხება დასავლეთს, მოცემულ სიტუაციაში ვერ იქნება სამაგალითო. დასავლეთი ცდომილების გზას დაადგა. მაგალითისთვის მოვიყვან ჩვენ შორის არსებულ სოციალურ უსამართლობას. სოციალური სამართლიანობის საკითხში გაცილებით განვითარებული ქვეყნები არსებობს, მაგრამ მე ჩემს კონტინენტზე ვფიქრობ, ვინაიდან ლათინური ამერიკა არის დასავლეთის ნაწილი. დასავლეთს ასევე განეკუთვნება ხმელთაშუა ზღვის აუზი, რომელიც ამჟამად გახდა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი კაცობრიობის სასაფლაო“, – აღნიშნა პაპმა და აქცენტი ზღვაში დაღუპულ მიგრანტებზე გააკეთა. მისივე სიტყვებით, დასავლეთის ყველაზე საგანგაშო სიგნალიაშობადობა – „დემოგრაფიული ზამთარი, უპირველეს ყოვლისა, იტალიასა და ესპანეთს დაუდგა. ამ მომენტისათვის, აუცილებელია ვაღიაროთ მიგრანტების როლი“.


წმინდა მამამ მოიხსენია ასევე პოპულიზმი გინზბერგის „1933 წლის სინდრომზე“ დაყრდნობით. პოპულიზმი მაშინ იბადება, როცა „ძალების დონე ეცემა“ და როცა ვიღაც გვპირდება მესიის როლის მორგებას. ”ჩვენ დასავლელები, არ ვართ იმ დონეზე, რომ სხვა ხალხებს დავეხმაროთ, რადგან დაცემის განცდაში ვართ“.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page