top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი კათოლიკე ფარმაცევტებს შეხვდა


2 მაისს, პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში კერძო აუდიენციაზე მიიღო კათოლიკე ფარმაცევტთა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი.



დელეგატებთან მიმართვისას წმინდა მამამ აღნიშნა, რომ ეკლესიის ასოციაციები მუდამ ღია არიან ყველასათვის და ყველას ემსახურებიან: „COVID 19-ისპანდემიამ ფარმაცევტები ბრძოლის წინა ხაზზე გადაიყვანა. ადამიანებმა მათში იპოვეს დასაყრდენი და დახმარება, რჩევები, ინფორმაცია“... პაპის სიტყვებით, კრიზისულმა სიტუაციამ ფარმაცევტები გააერთიანა, გამოიწვია სწრაფვა ერთმანეთის დასახმარებლად, შექმნა ასოციაციური ვალდებულებების ახალი ფასეულობები, რაც დამახასიათებელია კათოლიკური ტრადიციებისათვის. მისივე თქმით,ფარმაცევტები გარკვეულწილად არიან ხიდი საჯარო საზოგადოებასა და ჯანდაცვის სისტემას შორის, ისინი ამარტივებენ ბიუროკრატიულ პროცედურებს და ხსნიან სოციალურ დაძაბულობას.


„ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია სიახლოვის, რჩევების, გაცნობის ასპექტები, რომლებიც უნდა იყოს სარჩული მეგობრული ჯანდაცვისა“.


სოციალური და კულტურული მნიშვნელობის კიდევ ერთი ასპექტი, რომის ეპისკოპოსის აზრით, არის ფარმაცევტების წვლილი ეკოლოგიაზე გადასვლაში.


მიმართვის დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე ფარმაცევტები ნეტარ ღვთისმშობელსა და მათ მფარველ წმინდანს, წმ. იოანე ლეონარდის მიანდო და მათ სამოციქულო კურთხევა გადასცა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page