top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე მოულოდნელად გამოჩნდა წმიდა პეტრეს ტაძარში

დღეს, 10 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე პაპი ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ, საჯაროდ მოულოდნელად გამოჩნდა წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, სადაც მას ასამდე მორწმუნე დახვდა.

 


ავადმყოფობის შემდეგ, პაპი პირველად ხალხის წინაშე, ასევე სიურპრიზად გამოცნდა გასულ კვირასაც. მაშნ სნეულთა და მედიცინის მუშაკთა დღე იყო და   წმინდა პეტრეს მოედანზე 20 000 მორწმუნე იყო შეკრებილი.

 

წმიდა მამამ ხუთშაბათს, ნაშუადღევს კვლავ დატოვა წმიდა მართას სახლი, სადაც ის მკურნალობას განაგრძობს და წმიდა პეტრეს ბაზილიკისკენ გაემართა. მან ტაძარში ათ წუთზე ნაკლები დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, ილოცა პაპ პიუს X-ის სამარხთან. ამ პაპთან მას განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე აკავშირებს.

 

ის რამდენიმე წუთი კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ წმიდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ ასობით მორწმუნეს ერთმანეთისათვის  პაპის მოსვლის ამბავი ეხარებინა და მისალმებოდნენ მას.



 მორწმუნეებს შორის იყვნენ რესტავრატორები და სახურავის ხელოსნები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა წმიდა პეტრეს ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებენ. პაპმა დალოცა ისინი და ყველა ტაძარში მყოფი, მათ შორის, რომში საიუბილეო წელთან დაკავშირებით ჩასული მომლოცველთა ჯგუფები.

 

„ძალიან ბევრი ემოცია იყო, ცრემლებისგან თვალები დამებინდა, ფოტოც კი ვერ გადავიღე. ზაქრისტიაში ვიყავი, როდესაც ხმაური გავიგონე, გამოვედი და დავინახე პაპი ინვალიდის ეტლში, მას თავისი დაცვის უფროსი მოაცილებდა, ხოლო ტაძარში პოლიცია ცდილობდა წესრიგის დაცვას. მან გაიარა ლოცვის კარი, მივიდა საკურთხეველთან, ხოლო შემდეგ ილოცა წმიდა პაპ პიუს X-ის სამარხთან. ბოლოს კი, ყველა დალოცა. იგი ჩვეულებრივი ტანისამოსით გამოჩნდა, მუხლებზე თბილი პლედი ჰქონდა დაფარებული და ნესტოებში ჟანგბადის მილები ჩადგმული. ცოტა არ იყოს გავოცდით, ასე ჩაცმული რომ დავინახეთ იგი. ყველა ვტიროდით, დაცვაც კი“, – განუცხადა ვატიკანის მედიას წმინდა პეტრეს ტაძრის  კანონიკმა, მამა ვალერიო დი პალმამ.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page