„მანუგეშებელი ღვთისმშობლის მისიონერული კონგრეგაციის“ მონაზონი სიმონე ბრამბილა პირველი ქალია ისტორიაში, რომელიც ვატიკანის კურიის ერთ-ერთი უწყებას უხელმძღვანელებს.
იგი დაინიშნა ბერ-მონაზონთა და მოციქულებრივი ცხოვრების საზოგადოების დიკასტერიის. პრეფექტად, ხოლო კარდინალი ანხელ ფერნანდეს არტიმე – პროპრეფექტად.
დიკასტერია - უმაღლესი ადმინისტრაციულ-სასამართლო ორგანო, რომელიც განაგებს საეკლესიო საქმეს
2025 წლის 27 მარტს, დედა სიმონე ბრამბილას 60 წელი შეუსრულდება. 2023 წლის ოქტომბრიდან იგი იმავე უწყებაში მდივნად მუშაობდა. 2011 წლიდან კი იკავებდა „მანუგეშებელი ღვთისმშობლის მისიონერთა კონგრეგაციის“ გენერალური უფროსის პოსტს. იტალიელი მონაზონი ყოფილი მედდაა და მოზამბიკში მისიონერული მსახურების გამოცდილება აქვს.
პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის პერიოდში, ვატიკანში წამყვან თანამდებობებზე ქალების რიცხვმა იმატა. სტატისტიკის თანახმად, 2013-2023 წლებში ვატიკანში, როგორც საეკლესიო უწყებაში და როგორც ქალაქ სახელმწიფოში, ქალების როლი მაღალ თანამდებობებზე 19,2% - დან 23,4,%-მდე გაიზარდა.
2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის მუზეუმის დირექტორად დანიშნა ბარბარა იუტა, რომელსაც ტრადიციულად საერო მამაკაცები ხელმძღვანელობდნენ. ხოლო 2022 წელს, პაპმა მონაზონი რაფაელა პერტინი ვატიკანის ქალაქ სახელმწიფოს საგუბერნატოროს გენერალურ მდივნად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას ჩვეულებრივ ეპისკოპოსები ხელმძღვანელობდნენ.
2019 წლის ივნისში, რომის ეპისკოპოსმა 7 ქალი დანიშნა ბერ-მონაზონთა ინსტიტუტებისა და მოციქულებრივი ცხოვრების საზოგადოების დიკასტერიის წევრებად. 2012 წელს მისივე გადაწყვეტილებით, სალელი მონაზონი ალესანდრა სმერილი გახდა ადამიანის განვითარების დიკასტერიის ხელმძღვანელი.
წმიდა მამის კონსტიტუციის “Praedicate Evangeliuym” თანახმად, 2022 წლიდან საერო პირებს, მათ შორის ქალებს, საშუალება ექნებათ უხელმძღვანელონ ვატიკანის სხვადასხვა დიკასტერიას პრეფექტის ხარისხში. მანამდე ამ თანამდებობებზე მხოლოდ კარდინალები და არქიეპისკოპოსები ინიშნებოდნენ.
პირველი საერო პირი გახდა დოკუმენტაციის დიკასტერიის პრეფექტი, პაოლო რუფინი.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments