top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის გზავნილი დიდმარხვის გზაზე

პაპმა ფრანცისკემ ყველა მორწმუნისათვის სადიდმარხვო გზავნილი მოამზადა. დოკუმენტი ქართულ ენაზე ვატიკანის საელჩოში ითარგმნა. გთავაზობთ წმიდა მამის წერილს უცვლელად.

წმინდა მამის გზავნილი

2021 წლის დიდმარხვასთან დაკავშირებით

„აჰა, ავდივართ იერუსალიმს...“ (მთ 20,18)

დიდმარხვა: ჟამი რწმენის, იმედისა და სიყვარულის განახლებისა


ძვირფასო ძმანო და დანო,


გაუმჟღავნა რა თავის მოწაფეთ საკუთარი ვნების, სიკვდილისა და აღდგომის მამისეული განზრახვა, იესომ აუხსნა მათ თავისი მისიის ღრმა არსი და მოუწოდა შეერთებოდნენ მას, ქვეყნიერების გადასარჩენად.


დიდმარხვისეული გზის გავლისას, რომელსაც აღდგომის დღესასწაულისკენ მივყავართ, ვიხსენებთ mas, ვინც „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“ (ფილ 2.8). ამ მოქცევის ჟამს, განვაახლებთ ჩვენს რწმენას, ვეწაფებით „ცხოველ წყალს“ იმედისა და კარს ვუღებთ ღმერთის სიყვარულს, ქრისტესმიერ ძმებად და დებად რომ გვაქცევს. აღდგომის ღამეს განვაახლებთ ჩვენი ნათლობის დაპირებებს, რათა ხელახლა ვიშვათ სულიწმიდის ქმედებით. დიდმარხვისეული გზა, მთელი ქრისტიანული გზის მსგავსად, აღდგომის შუქითაა მოსილი, ქრისტეს მიმდევრის გრძნობებს, შეგნებასა და არჩევანს რომ ასულდგმულებს.


თანახმად იესოსეული ქადაგებისა (შდრ. მთ 6, 1-18), მარხვა, ლოცვა და მოწყალება, ჩვენი მოქცევის პირობა და გამოხატულებაა. სიღარიბისა და მოკლების გზა (მარხვა), დაჭრილი ადამიანისადმი მიპყრობილი მზერა და მისდამი გაწვდილი ხელი (მოწყალება), მამასთან შვილობრივი საუბარი (ლოცვა) საშუალებას გვაძლევენ ხორცი შევასხათ გულწრფელ რწმენას, ცოცხალ იმედსა და ქმედით სიყვარულს.

Commenti


bottom of page