"დიდება შენდა“ (Laudato Si) - ასე ჰქვია პაპის 2015 წლის ენციკლიკას ანუ საჯარო წერილს, რომლითაც პაპი მთელს ეკლესიას მიმართავს.
იგი ქართულად ირაკლი ჯავახიშვილმა თარგმნა. ქართულენოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია 20 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა.
„დოკუმენტში პაპი ფრანცისკე საუბრობს გარემოს კრიზისსა და კაცობრიობის თავაშვებულ მომხმარებლობაზე. წმინდა მამის მტკიცებით, ჩვენს საერთო სახლზე (რომელიც ღმერთის ქმნილებაა) ზრუნვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ პრინციპებზე, როგორებიცაა პიროვნების ღირსება, საერთო სიკეთე, სოლიდარობა და სუბსიდიარობა“, - ამბობს ი
რაკლი ჯავახიშვილი.
მისივე თქმით, ეს მის მიერ ნათარგმნი მე-11 საეკლესიო დოკუმენტია. პრეზენტაციას კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, სასულიერო პირები, ვატიკანის საელჩოს წარმომადგენელი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორები ესწრებოდნენ.
„ვთვლი, რომ ქართველი მკითხველისთვის ამ დოკუმენტის ქართულ ვერსიაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მასში მოცემულია ჩვენი პლანეტის კრიზისის სისტემატური ანალიზი რელიგიური პერსპექტივიდან", - ამბობს თარგმანის ავტორი.
Comments