პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა კანადაში ვიზიტის შესახებ, რომელიც 24-30 ივლისს მოეწყობა და იგი შეხვდება კანადის აბორიგენ მოსახლეობას. მან მორწმუნეებს სთხოვა ილოცონ: “ვიმედოვნებ, რომ შევძლებ შერიგების უკვე დაწყებულ საქმეში მცირედი წვლილის შეტანას”.
„მომდევნო კვირა დღეს, ღვთის წყალობით, გავემგზავრები კანადაში, ამიტომაც, ახლა მსურს მივმართო ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს, რომ ჩემივიზიტის მიზანია იესოს სახელით შევხვდე კანადის აბორიგენ მოსახლეობას და გულში ჩაიკრას ისინი. სამწუხაროდ, კანადაში ბევრმა ქრისტიანმა და ბერ-მონაზვნურმა საკრებულომ, კულტურული ასიმილაციის პოლიტიკის გატარებით, წარსულში დიდი ზიანი მიაყენეს კანადის აბორიგენ მოსახლეობას. ცოტა ხნის წინ, ვატიკანში მივიღე კანადის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენლები. მათდამი მიყენებული ზარალის გამო, მათ მიმართ გამოვხატე ჩემი სოლიდარობა და მწუხარება. ახლა ვაპირებ გავემგზავრო „მონანიების მომლოცველობაში“, რომელიც ღვთის წყალობით ხელს შეუწყობს უკვე გაჯანსაღებისა და შერიგების დაწყებულ პროცესს. წინასწარ გიხდით მადლობას მოსამზადებელი სამუშაოებისა და იმ მიღებისათვის, რომელსაც მე აღმომიჩენთ. მადლობა თქვენ ყველაფრისათვის. გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის“, - განახადა პაპმა.
გარდა ამისა, წმინდა მამამ საზოგადოებას გააცნო XVIII საუკუნეში მცხოვრები გერმანელი მღვდლის, „იესოს საზოგადოების“ წევრის, იოანე ფილიპე იენინგენის ნეტარად შერაცხვის შესახებაც: “იგი ემსახურებოდა ბიურტმბერგის საჰერცოგოს სოფლების მოსახლეობას. იყო სახარების გავრცელების დაუღალავი მსახური, იგი ყველა სოციალური ფენის ადამიანს ესაუბრებოდა, იყო მოციქულთა უდიდესი სულისკვეთების სულისჩამდგმელი და ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. დაე, ამ მღვდლის მაგალითი და შუამდგომლობა დაგვეხმაროს განვიცადოთ სიხარული იმისა, რომ შეგვიძლია გავუზიაროთ სახარება ჩვენს ძმებსადა დებს”.
შეხვედრის დასასრულს, წმინდა მამამ კვლავ მიმართა შრი–ლანკის ხალხებს: “ძვირფასო ძმანო და დანო. მე თქვენს გვერდით ვარ ლოცვებში და მოვუწოდებ მხარეებს არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისაკენ, რომელიც უპირველეს ყოვლისა, წაადგება და დაიცვას ქვეყნის ყველაზე მოწყვლად მოსახლეობასა და მათ უფლებებს. მე ვუერთდები რელიგიურ ლიდერებს და მოვუწოდებ მხარეებს თავი შეიკავონ ყველანაირი ფორმით გამოხატული ძალადობისაგან და დაიწყონ დიალოგი საერთო სიკეთის სახელით”, - აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments