აღმოსალეთის იმ ეკლესიებს, რომლებიც ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავენ, პაპმა ფრანცისკემ დღესასწაული მიულოცა.
“მოხარული ვარ, მთელი გულით მივულოცო აღმოსავლეთის ეკლესიებს ქრისტესშობის დღესასწაული. ვლოცულობ თქვენთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც იტანჯებიან ომებითა და შეიარაღებული კონფლიქტებით”, - აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა.
“დაე, იესომ სამყაროს ბატონმა, მოგვიტანოს მშვიდობა და სიმშვიდე”.
7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ შემდეგი ქვეყნები:
▪️საქართველო,
▪️რუსეთი,
▪️სერბეთი,
▪️მონტენეგრო,
▪️ბელარუსი,
▪️ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაწილი,
▪️ათონის მთაზე არსებული მონასტრები, (საბერძნეთში)
▪️ასევე აფრიკულ ქვეყნებში - ეგვიპტესა და ეთიოპიაში მცხოვრები მართლმადიდებლები.
შოთა გიქოშვილი
Comments